დიეტოლოგია როგორ დავიკლოთ წონაში ყავით? - მარტივი და ეფექტური მეთოდი 2019, 22 აპრილი, 11:29 თანამედროვე ცხოვრების წესად და დამოკიდებულებად გვექცა ყავის სმა, ალბათ დამეთანხმებით. ან ვის არ მიიზიდავს ეს სურნელოვანი სითხე, განსაკუთრებით ამ ცივ ამინდებში, გარდაუვალია დილა ერთი ფინჯანი, ცხელი ყავით არ დაიწყოს, ის ხომ ხშირ შემთხევაში თქვენი მარტოობის თანამგზავრია.
კომპანია Filterfresh Coffee-მ გასულ წლებში ჩაატარა გამოკითხვები, სადაც გამოკითხულთა 54% მობილური ტელეფონის გარეშე გაძლებს, თუმცა ფინჯან ყავაზე უარს ვერ იტყვის. საერთო ჯამში კი გამოკითხულთა 96% მიირთმევს და ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებულია ყავაზე, თუმცა არც ერთ მათგანს არ ჰქონია წარმოდგენა, რომ ეს საოცარი სითხე წონაში კლებასაც უწყობს ხელს. იბერიულ-ამერიკულ უნივერსიტეტის სურსათის საინჟინრო კოორდინატორმა რუთ პედროზა იზლასიმ აღმოაჩინა, რომ ყავას აქვს თერმოგენური ეფექტი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმების წვას. ექსპერტების აზრით, დილით უზმოზე უნდა მიიღოთ ყავა და სამსახურში წასვლისას, გზის გარკვეული ნაწილი გაიაროთ ფეხით, რათა ცხიმების წვას უფრო შეეწყოს ხელი. მათი თქმით, ფიზიკურ აქტივობას ასევე დიდი როლი აკისრია "ყავის დიეტის" დროს. მეორედ კი ყავა საღამოს, ვახშმის შემდეგ უნდა მიიღოთ. რუთ პედროზა იზლასიმის თქმით, დღეში ორჯერ, უზმოზე და საღამოს ვახშმის შემდეგ ყავის მირთმევა, წონის კორექციას საგრძნობლად უწყობს ხელს. წონაში კლების დასაჩქარებლად საჭიროა უზმოზე, მშიერ კუჭზე მიიღოთ ერთი პატარა ფინჯანი (მეტი არა) ცხელი- შავი ყავა, რაც ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმსა და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. პინოლის მჟავას შემცველობა კი ხელს უწყობს ცხიმის უჯრედების დაწვას. შენიშვნა: --- "მათ, ვინც ყოველდღე და განსაკუთრებით უზმოზე მიირთმევთ ყავას, უნდა გაითვალაისწინოთ, რომ დღის მანძილზე აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე. გახსოვდეთ, რომ ყავის მიღება ყოველდღე არაა რეკომენდებული და დღიური დასაშვები ნორმაც მხოლოდ 800 მგ–მდეა, ჭარბი დოზა იწვევს გულის აჩქარებას, კრუნჩხვასა და ჭარბ ოფლიანობას"– გვაფრთხილებს ექიმი–პროფესორი Videnbah–ი. იხილეთ აგრეთვე: ვიკლებთ დღეში ერთ კილოგრამს - უნივერსალური დიეტა! იცოდით ყავა რომ წონაში კლებას ეხმარება? აუცილებლად დაამატეთ ყავაში მარილი. აი რატომ! დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება? ყავის მოყვარულებმა, ეს უნდა იცოდეთ! შეცდომები, რის გამოც, ყავა, გემრიელი არ გამოდის- დაიმახსოვრეთ! 329 11-ს მოსწონს
|