დიეტოლოგია ყველაზე უცნაური დიეტები რაც კი გსმენიათ. 2014, 21 იანვარი, 11:54 მოგეხსენებათ, რომ ჭარბი წონა დღეს მეტად აქტუალური თემაა. ყველა თქვენგანის სურვილია მუდამ სასურველ ფორმაში ყოფნა, თუმცა როდესაც ამ უკანასკნლეთან გაქვთ მიდრეკილება, ანდა გენეტიკურ ფაქტორს აქვს გავლენა, ძნელია ჩიხიდან თავის დაღწევა. ბევრი თქვენგანი სასურველი შედეგის მისაღებად პლასტიკურ-ქირურგიასაც კი მიმართავს, ბევრი კი ე.წ. დიეტას. დღევანდელ სტატიაში კი მინდა გამცნოთ ყველაზე უცნაური დიეტების შესახებ, რომელიც კი როდისმე დაუცვიათ.
1. სოლიტერის დიეტა (ბრტყელი ჭია), რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალეს, თუმცა ზოგგან მაინც აქტუალური დარჩა. ქალთა ცნებაც ასეთია- წასვლა ნებისმიერ უკანონობამდე, სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს. რაში მდგომარეობს ამ დიეტის უცნაურობა?! ყლაპავთ ამ სოლიტერს, რომელიც არის ასე რომ ვთქვათ თოთო, გასაზრდელი და გასავითარებელი. მაშასადამე სოლიტერი განაგრძობს ზრდა-განვითარებასა და კვებას თქვენი კალორიების ხარჯზე. თუმცა ხშირ შემთხვევაში ჭიის კონკრეტულ ზომამდე ზრდა მასპინძლის დაღუპვითაც დამთავრებულა. 2. ერთი კვერცხის გული დღეში. ვენეციელი ვაჭრის "ლუიჯი კორნერის" მიერ დაწერილი დიეტა, რომლის თანახმად კალორიებს დაკარგავთ თუ კი დღეში ერთი კვერცხის გულს უმად მიირთმევთ. თავად ლუიჯი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, არანაირ დაავადებას და რაც მთავარია ჭარბ წონას არ უჩიოდა, თუმცა მტკიცებულება იმაზე იყენებდა თუ არა იგი კვერცხის გულის დიეტას, არ არსებობს. 3. კოქტეილის დიეტა. ექიმ "რიჩარდ ლის" მოუვიდა იდეა 400 კალორიის მქონე კოქტეილით წონაში დაკლების. კოქტეილი კი შედგებოდა სხვადასხვა ცხოველის რქების, ჩლიქებისა და ძვლების ნახარშისგან. დაიკლო თუ არა მან ამგვარი დიეტით გაგება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 4. ლორდ ბაირონის დიეტა. ლორდი ყოველთვის მოუწოდებდა პუტკუნა ქალბატონებს, რომ ესვათ უშაქრო მწვანე ჩაი, ეჭამათ წინასწარ ძმრით გაჟღენთილი კარტოფილი და სცმოდათ რაც შეიძლება მძიმე ტანსაცმელი, რომელიც ოფლდენას დაღლით განაპირობებდა და ეს ყველა ზემო ჩამოთვლილი წონაში საგრძნობად დაკლების გარანტიას იძლეოდა. 5. Horace Fletcher-ის დიეტა. ამერიკელი ფსიქოლოგი ვინმე "ჰორას ფლეთჩერი" გახდა პოპულარული საკუთარი დიეტით, რომელიც მდგომარეობს საკვები ლუკმის 32-ჯერ დაღეჭვით. ასეთი გზით კვება საკვებს მეტად ანადგურებს, ანაწევრებს და რაც მთავარია საკვების რაოდენობას სამჯერ ნაკლებს მიირთმევთ, ვიდრე მანამდე. 6. დარიშხანის დიეტა. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დარიშხანი შხამის სახით გამოიყენება სხვადასხვა დარგში, თუმცა ვიქტორიანელების დროს მას წონაში კლებისთვის იყენებდნენ. დარიშხანის განსაზღვრულ რაოდენობას ყოველი კვების წინ საკვებში ურევდნენ და დროთა განმავლობაში აჩვენა პრაქტიკამ, რომ ბევრი მათგანი იღუპებოდა, თუმცა ნამდვილად კი ახდენდა გავლენას ჭარბ წონაზე. P.S. უბრალოდ გაგიზიარეთ სტატია, რომელიმე მათგანის გამეორება არ გაბედოთ, ჩვენს პრაქტიკაში იგი არ არსებობს. 296 12-ს მოსწონს
|