x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მსახიობი ლეილა აბაშიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
image


ლეგენდარული ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.


მომღერალი შმაგი მეძმარიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ კედელზე წერს: „სამწუხაროდ ეს წუთია ქალბატონი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. კიდევ ერთი განძი დაკარგა საქართველომ! ვუსამძიმრებ ოჯახს“.


შეგახენებთ მიმდინარე წლის 5 თებერვალს მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. როგორც მსახიობის ძმისშვილმა მაია აბაშიძემ განუცხადა, მსახიობს ინსულტის ნიშნები ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ლეილა აბაშიძე ბოლო ხანებში ავადმყოფობდა.



მაია წყნეთელის, ჭრიჭინას, აბეზარას, ძიძიას, ლალი მინდელისა და სხვა გახმაურებული კინოროლების შემსრულებელ მსახიობ ლეილა აბაშიძეს 88 წელი პირველ აგვისტოს შეუსრულდა. ის 1929 წელსაა დაბადებული. ის 1940 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.


image

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0