განათლება საიდან წარმოიშვა ქართველთა თვითსახელწოდება ქართველი? (საინტერესო ცნობები) 2018, 5 აპრილი, 20:26 ქართული წყაროების მიხედვით, ქართველთა ძირითადი თვითსახელწოდებაა ქართველი (<ქართუ-ელ-ი), რომლის ფუძესთან უშუალო კავშირშია უძველესი ქართველური ტომის სახელი-ქალდები და ლაზთა საცხოვრისის ძველი სახელი-ქალდეა. გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა თვალსაზრისი, რომ ქართ-ვ-ელ და ქალდ- ფუძე მომდინარეობს უძველესი ურარტულ-კავკასიური ღვთების- ხალდის სახელიდან.
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წარმომავლობის -ელ სუფიქსის შემცველი ეთნონიმის-ქართუ-ელ-ი საყრდენ ფუძე ქართუ- უნდა იყოს, რომელიც შესაძლებელია იყოს ქორონიმი (ადგილის სახელი) ან ღვთაების სახელი; თუმცა, უფრო მეტი არგუმენტი მოეპოვება მოსაზრებას, რომ ეთნონიმი "ქართველი" მომდინარეობს ურარტულ-კავკასიური წარმართული ღვთაების-ხალდის/ქალდის/ქართუს-სახელისაგან: ქართუ-ქართუ-ელ-ი. ღვთაების სახელისაგან ეთნონიმისა და ქორონიმის წარმოქმნა უჩვეულო მოვლენა არ არის ძველ სამყაროში; მაგალითად-ღვთაება ასური, ხალხი-ასურები, ქვეყანა-ასურეთი. ლინგვისტური თვალსაზრისით, დაბრკოლება არ ახლავს ხალდ/ქალდ და -ქართ ფუძეთა დაკავშირებას. საინტერესოა კიდევ რამოდენიმე გარემოება: -სტრაბონის მიხედვით ტრაპიზონსა და ფარნაკიას ზემოთ ცხოვრობდნენ ქალდები-ძველი ხალიბები, რომელთაც ჰომეროსი ალიბებს უწოდებს: ხალიბი/ჰალიბი-ალიბი. -"აბოს წამებისა" და მოვსეს ხორენაცის "სომხური გეოგრაფიის" მიხედვით, ქალდია/ხალდეა არის იგივე ჭანეთი. -ადიღური ენის შაფსუღური დიალექტის ერთ-ერთ კილოკავში (ხაყუჩურ) ქართველის აღსანშავი ძველი სახელია ხალდე. -საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებშიც რამდენიმე ხალდე დასტურდება: კავკასიონის კალთებზეა მყინვარი ხალდე და მდინარე ხალდეჭალა, აქვეა სოფელი-ხალდე. 6623 10-ს მოსწონს
|