საბუნებისმეტყველო ვინ იყვნენ სინამდვილეში ციკლოპები? იტალიელი მეცნიერების სენსაციური ჰიპოთეზა 2018, 2 აპრილი, 23:17 ![]() ჰომეროსის ოდისეაში მოთხრობილია ამბავი, როგორ გამოთხარა თვალი ოდისევსმა ციკლოპს. იტალიელი მეცნიერების დასკვნის მიხედვით კი ოდისევსმა დაამარცხა არა ციკლოპი, არამედ ... ჯუჯა სპილო, უფრო მეტიც, შეიძლება მან სულაც ამ სახეობის უკანასკნელი წარმომადგენელი მოკლა. ძველი მითები ცალთვალა გოლიათების შესახებ იყო მთავარი თემა ექსპოზიციისა „პოლიფემე მოდენაში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნა თავის ქალები შუბლზე ერთადერთი ხვრელით. ![]() ერთი შეხედვით შეიძლება მართლაც იფიქრო, რომ ეს ხვრელი თვალბუდეა, თუმცა ეს თავის ქალა და დანარჩენი ძვლები ეკუთვნოდა არა ციკლოპს, არამედ ჯუჯა სპილოს. „თვალი“ შუბლზე სინამდვილეში არის ხვრელი სასუნთქი გზებისათვის, რომელიც ხორთუმით ბოლოვდებოდა, თვალები კი ამ არსებას თავის გვერდებზე ჰქონდა განლაგებული. ![]() ![]() უნდა აღინიშნოს რომ „ჯუჯა“ სპილოები თავიანთ დანარჩენ თანამოძმეებთან შედარებით იყვნენ ჯუჯები, თორემ მათი ზომა მოზრდილი დათვისას არ ჩამოუვარდებოდა. საიდან გაჩნდნენ ჯუჯა სპილოები ხმელთაშუაზღვისპირეთში, ეს უკვე საიდუმლოდ რჩება. შესაძლოა, ისინი იმ პერიოდიდან დარჩნენ იქ, როცა კონტინენტებს თანამედროვე სახე ჯერაც არ ქონდათ მიღებული და ჯერ კიდევ არსებობდა სახმელეთო გზა აფრიკამდე. 792 2-ს მოსწონს
|