x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508702
"ეს მიშას ხმებით პარლამენტში შესული აღარ დგას "ლელოს" ოთახთან ?"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი, ხატია დეკანოიძის მიერ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელთა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ეს მიშას ხმებით პარლამენტში შესული პოლიც-გოგონა ღელავს????ეს არ მიიწეპა ლელომ?! რატომ, ბეგრაუნდით ტვირთია, აღარ დგას "ლელოს" ოთახთან?????"- ვკითხულობთ თაკო ჩარკვიანის ფეისბუქპოსტში.


შეგახსენებთ, რომ ახალი პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" ერთ- ერთმა წევრმა ხატია დეკანოიძემ "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებას ხელოვნური უწოდა:


"ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანებას ძალიან ხელოვნურად ვუყურებ, რადგან ჩემთვის წითელი ხაზები არსებობს. როცა ადამიანი გეუბნება – საბრალოს მოშივდა და ამიტომ აკეთებს ასეთ რაღაცებს, შემდეგ კი, ისევ იმ პარტიაში მიდიხარ და ტკეპნი მოწინააღმდეგეს და საშინელ სიტყვებს უწოდებ, ვფიქრობ, რომ აქ მოსახლეობის ნდობისთვის ადგილი აღარ არის. „ნაციონალურ მოძრაობას“ „სტრატეგიის“ მისვლა არაფერს მოუტანს გარდა იმისა, რომ „სტრატეგიის“ წარმომადგენლები სიაში მოხვდებიან მაგალითად – გია ბარამიძის ნაცვლად.


პარტიულობაზე პრეტენზია არ აქვთ, რას ნიშნავს? მაშინ პარტია გააუქმონ და „ნაცმოძრაობაში“ შევიდნენ. ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციაში უნდა გადავიდნენ. ეს არის ხელოვნური ერთობა. კი ბატონო, თავისი ამომრჩეველი მოაბილიზონ, მაგრამ ამ ერთობას არაფერი მოჰყვება გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები სიის გარეთ დარჩებიან და სიაში სხვა პარტიის წარმომადგენლები შევლენ – მანჯგალაძე, ჩიხრაძე, თაკო ჩარკვიანი", - განაცხადა დეკანოიძემ.







0
682
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
682