რელიგია რა არის ბზობა და როგორ აღინიშნება იგი მართლმადიდებლურ სამყაროში? 2018, 1 აპრილი, 19:03 ბზობა მართლმადიდებლურ სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება აღდგომის წინა კვირას. ტრადიციის მიხედვით, ბზის ტოტები მზის ამოსვლამდე უნდა მოიჭრას. მოჭრილ ტოტებს აკურთხებებ, კურთხევის შემდეგ კი მოსახლეობას იგი სახლებში მიაქვთ.
ქრისტიანულ სამყაროში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა და დამკვიდრდა. ამ დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები იესო ქრისტეს იერუსალიმში შესვლას ზეიმობენ. იესო ქრისტეს მოსახლეობა დიდი სიხარულით და ზეიმით შეეგება, სიხარულის და პატივისცემის გამოსახატავად კი მას ფეხქვეშ ზოგი პალმის ტოტებს უგებდა, ზოგი თავის ტანსაცმელს. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა წევს. მას ხატების გვერდით აწყობენ მთელი წლის განმავლობაში და მიიჩნევენ, რომ იგი ოჯახს უბედურებისგან იცავს. ყვესათვის კარგადაა ცნობილი, რომ ბზობას მუშაობა არ შეიძლება. 1430 4-ს მოსწონს
|