რელიგია ვინ იყო გიორგი მთაწმინდელი და რა წვლილი მიუძღვის მას ჩვენი მწერლობის ისტორიაში? 2018, 21 აპრილი, 14:51 გიორგი მთაწმინდელს დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი მწერლობის ისტორიაში. მისი ბიოგრაფია დაუწერია მის მოწაფეს გიორგი მცირეს. მოცემული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი მთაწმინდელის სამშობლო იყო თრიალეთი, მამას ერქვა იაკობი, ხოლო დედას - მარიამი. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი : სამი ქალი და სამი ვაჟი. გიორგიმ ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული, რის გამოც დიდი ღვაწლი დადო ქართული მწერლობის წარმატებაში. ის შავ მთაზე შეხვდა გიორგი შეყენებულს და მას დაემოწაფა. გიორგი შეყენებულმა შეამჩნია, თუ რა სარგებლობის მოტანა შეეძლო გიორგის მშობლიური ეკლესიისთვის სამწერლობო ასპარეზზე, ამიტომ იგი თავისთან დატოვა. ![]() ![]() გიორგის უთარგმნია ბიბლიის მხოლოდ ზოგიერთი წიგნი: 1. "დავითნი" 2. "სახარება-ოთხთავი" 3. " საქმე მოციქულთა" ლიტურგიკაში გიორგი მთაწმინდელს ყველაზე დიდი შრომა ჩაუდია. მის სახელს უკავშირდება: 1. დიდი სვინაქსარი, რომელიც მისი ბიოგრაფის აზრით არის "საფუძველი ეკლესიათა" 2. "სახარებაი გამოკლებული საწელიწადო" და "პავლე გამოკრებული საწელიწაფო" 3. "დიდი მარხვანი" ზემოთ ჩამოთვლილი შრომების გარდა გიორგი მთაწმინდელის სახელთა მრავალი სხვა ნაშრომებია დაკავშირებული. 165 2-ს მოსწონს
|