რელიგია როდის და რატომ მოიწვიეს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება? 2018, 11 მარტი, 13:02 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოწვეულ იქნა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, სადაც განხილვის თემა იყო ქრისტიანულ საზოგადოებაში გაჩემილი მწვალებლირი მიმდინარეობა ე.წ არიოზობა. მეოთხე საუკუნიდან რომის ხელისუფლების პოლიტიკა ქრისტიანობის მიმართ მთლიანად შეიცვალა-კონსტანტინე დიდის მიერ, რომელმაც თავდაპირველად ქრისტიანებისადმი პოლიტიკა შეცვალა ჯერ ლოიალურობით, ხოლო შემდეგ უაღრესად ქრისტიანული პოლიტიკით. მეოთხე საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში გავრცელდა მღვდელი არიოზის მოძღვრება-რომლის მიხედვითაც ქრისტეს ბუნებაში უპირატესობა მიკუთვნებული ჰქონდა ადამიანურ ელემენტებს, ღვთიურ ელემენტებთან შედარებით. 325 წელს ნიკეაში კონსტანტინემ მოიწვია მთელი საქრისტიანო სამყაროდან ორგანიზაციათა წარმომადგენლები. კრებას დაესწრო 318 ეპისკოპოსი, ამ კრებაზე დაგმეს არიოზის მწვალებლობა, მისი მომხრე ყველა ეპისკოპოსი კი თანამდებობიდან გადააყენეს. ამ კრებაზე სავალდებულოდ სცნეს ყველა ქრისტიანისთვის შემდეგი დებულების აღიარება- იესო ქრისტე არის თანაბრად ღმერთიცა და კაციც და არ შეიძლება არც ერთი ელემენტის უპირატესობაზე ლაპარაკი. ამასთან ერთად 325 წელი ითვლება, როგორც რომის იმპერიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღად. 282 2-ს მოსწონს
|