x
image
natia.a
ენდროს უნიკალური თვისება, რომელიც ბევრისთვის უცნობია
image

ენდრო - ეს მცენარე ჩვენში მხოლოდ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან ასოცირდება. მცენარე, რომლის ფესვები აღდგომის წინა დღეებში თითქმის ყველგან გვხვდება გასაყიდად გამოტანილი, ყველასთვის ნაცნობია, თუმცა მიწის ზემოთ მისი გარჩევა ცოტას თუ შეუძლია.


image



ენდროს გამოყენება საღებავად



ამისათვის ერთი შეკვრა ენდროს ფესვები კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ ჩაქუჩის, ქვასანაყის, ან სხვა საგნის დახმარებით, დაასხით 1, 5-2 ლ. წყალი, დაამატეთ ხახვის რამდენიმე ფურცელი. ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ. მიღებულ საღებავში ჩააწყვეთ მაცივრიდან წინასწარ გამოღებული კვერცხები ისე, რომ საღებავი ბოლომდე ფარავდეს. დაუმატეთ 1 ს.კ. ძმარი და ამდენივე მარილი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 20-25 წთ. ამის შემდეგ კვერცხები დაუყოვნებლივ ამოიღეთ საღებავიდან და მოათავსეთ ცივ წყალში 5-10 წთ-ით. ბოლოს კი, შეგიძლიათ კვერცხები ზეთში დასველებული ტილოთი გააპრიალოთ.


გარდა სააღდგომოდ კვერცხების შეღებვისა, ძველად ენდროს საქართველოში მატყლისა და ბამბის შესაღებადაც იყენებდნენ.


ენდროს სამკურნალო თვისებები


იგი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, ასკორბინისა და ღვინის მჟავას, პექტინებს, შაქარს, ცილებსა და სხვა ნივთიერებებს. სამკურნალო მიზნით გამოიყენება ენდროს ფესურა და ფესვი. ნედლეულს ამზადებენ მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევრამდე ან აგვისტოს დასაწყისიდან ყინვების დადგომამდე. ფესვს იღებენ, ასუფთავებენ მიწისა და გაუხეშებული ნაწილებისგან, არ რეცხავენ, აშრობენ საშრობში 45 °C-ზე ან მოჩრდილულ ადგილზე. ასე შენახული პროდუქტის გამოყენების ვადა 2 წელია.



image


კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ენდროს ფესვები საკმაოდ ეფექტურია თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. მას გააჩნია ასევე ოფლმდენი, შარდმდენი და სპაზმოლიტური მოქმედება. ენდროს საფუძველზე დამზადეულ წამლებს იღებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, სიყვითლის, ყაბზობის, ენურეზის (ღამით შარდის შეუკავებლობა), პოდაგრასა და პოლიართრიტის დროს.


ხალხურ მედიცინაში ენდროს ფესურის ნაყენით მკურნალობენ ელენთის ანთებას, მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მცენარეს იყენებენ ასევე დამხმარე საშუალებად ძვლის ტუბერკულოზისკომპლექსური მკურნალობის დროს.


image


მეხსიერების დაქვეითებისა და სიყვითლის დროს რეკომენდებულია ფესურის ფხვნილისა და თაფლის ნარევის მიღება.


ენდროზე დამზადეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ პიგმენტური ლაქების გასაღიავებლად, წყლულებისა და დერმატომიკოზების სამკურნალოდ. ფესურის ნახარშს გარეგანად იყენებენ კანის კიბოს სამკურნალოდაც.


ნაყენი: 200 მლ. გამოხდილი წყალი გააცხელეთ 80-85 გრადუსამდე, ჩაყარეთ მასში 20 გ. მშრალი ფესვი, დააყოვნეთ 2-3 საათით და გაწურეთ. მიღებული ნაყენი მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ 75 მგ-ის ოდენობით. აღნიშნული პრეპარატი შეუცვლელია შარდმდენი გზების დაავადებების დროს.


image


ნახარში კომპრესებისთვის: 10 გ. დაქუცმაცებულ ფესვებს აასხით 100 მლ. წყალი და ადუღეთ ორთქლის აბაზანაზე 10-15 წუთი. შემდეგ გააგრილეთ და გაწურეთ. იგი არეგულირებს ეპიდერმისის ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. მისი გამოყენება შეიძლება ასევე რევმატიზმის, პოდაგრასა და პოლიართრიტის დროს. აღნიშნული ნახარშის მიღება ხდება ჭამის წინ, დილით და საღამოს, ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით.


ენდროს ექსტრაქტი: ექსტრატით მკურნალობა ეფექტურია თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების, საშარდე გზების ინფექციისა და სხვა დაავადებების დროს. პრეპარატის მიღების დროს შარდი წითელ შეფერილობას იღებს, მაგრამ ეს ნორმალური მოვლენაა. ხოლო თუ შარდი ძალიან კაშკაშა წირელი გახდა, ენდროს ექსტრაქტის მიღება დროებით უნდა შეწყდეს.


ენდროს ფესვის ახალგამოწურული წვენი ეხმარება რაქიტისა და დისმენორეას (მტკივნეული მენსტრიაცია) დროს.


ენდროზე დამზადებული პრეპარატების უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ენდროზე დამზადებულ პრეპატარების ჭარბი დოზირების შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ტკივილი და გამწვავდეს ქრონიკული უროლოგიური დაავადებები.

ენდროს წვენმა შესაძლოა გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და კუჭის წვენის მჟავიანობის გაზრდა. მისი გამოყენება უკუნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის, პეპტიური წყლულის, ჰიპერსაიდული გასტრიტისა და თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, ასევე 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. ბზის უნიკალური თვისება, რის გამოც იგი ბზობის სიმბოლოდ იქცა - ეს ბევრმა არ იცისimage


2. იდეალური სააღდგომო პასკის (კულიჩის) 10 საიდუმლო - ნუ დაუშვებთ ამ შეცდომებს!image


3. იცით, სინამდვილეში რა არის საკმეველი და რა სამკურნალო თვისება აქვს? - უძველესი საიდუმლოimage


4. რატომ არ ავადდებიან ათონელი ბერები კიბოთი - აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო გააოცა!image


5. ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს ერთდროულად- აუცილებლად გქონდეთ სახლში!image


6. მხოლოდ ამ 7 ქალს აქვს რომის პაპთან თეთრი სამოსით მისვლის უფლება - იცით რატომ?image


7. რა არის მარხვა? - მამა გაბრიელის პასუხიimage


0
2976
13-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2976
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0