საქართველო პუტინმა აფხაზეთის რესპუბლიკაში ელჩად ალექსეი დვინიანინი დანიშნა-წერს რია ნოვოსტი 2018, 30 მარტი, 22:01 რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის რესპუბლიკაში ალექსეი დვინიანინი ელჩად დანიშნა, ეს ინფორმაცია რია ნოვოსტის ინტერნეტ პორტალზე 30 მარტს გამოქვეყნდა. "აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნოს ალექსი არკადის ძე დვინიანინი."- ნათქვამია ბრძანებაში. გარდა ამისა, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას , აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი ელჩის, სემიონ გროგორიევის გათავისუფლებაზე-წერს რია ნოვოსტი. 42 შეფასება არ არის
|