x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩემი კარიკატურების შექმნაში სახელმწიფო კანცელარია, ნინო შუბლაძის ხელმძღვანელობით ჩაერთო“ - სანდრო ბრეგაძე
image


„ქართული მარშის“ ერთერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში მის ფოტოსთან დაკავშირებული კარიკატურების შექმნასა და გავრცელებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ამ კამპანიას ნინო შუბლაძის მეთაურობით, ხელისუფლება აწარმოებს. ეს განცხადებები ბრეგაძემ „ობიექტივის“ ეთერში გააკეთა, მისი მტკიცებით, ექიმმა, რომელმაც ტელევიზიების ეთერში აღნიშნა, რომ მას დაზიანებები არ ჰქონდა, ძალოვანი უწყების თანამშრომლის მეუღლეა და პირადი ინტერესი ჰქონდა.


„სახელისუფლებო მანქანა და მთელი სახელმწიფო კანცელარია ჩაერთო ნინო შუბლაძის მეთაურობით, რომ ჩემი კარიკატურები შეექმნათ და სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი ატეხილიყო. ექიმი, რომელმაც ჩემი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, პოლიციელის ცოლია. დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამო ერთ ვარსკვლავს მოუმატებდნენ., “ - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.


აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძის ფოტო გავრცელდა, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაღებული.



image

image

image

image

0
190
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0