x
image
_K_
როგორ ღებავენ სააღდგომო კვერცხებს მსოფლიოს 20 ქვეყანაში
აღდგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, მას მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. რა თქმა უნდა, მათ შორის ტრადიციები ოდნავ განსხვავებულია დ კვერცხებსაც სხვანაირად ღებავენ.


სტატიაში წარმოგიდგენთ 20 სააღდგომო კვერცხის დეკორაციას სხვადასხვა ქვეყნისგან. ისიამოვნეთ!






1. უკრაინა


ამ კვერცხების დეკორაციისთვის ცვილია გამოყენებული. უკრაინელებს უყვართ ფერადი და ორიგინალური დეკორაციები და ცდილობენ, სააღდგომო კვერცხებზეც უკრაინული ორნამენტები დაიტანონ.

image








2. იაპონია



იაპონიაში კვერცხებს ქაღალდის სხვადასხვანაირ ნაჭრებს აკრავენ. შეგიძლიათ, საკუთარი დიზაინიც შექმნათ.

image









3. საბერძნეთი


საბერძნეთში კვერცხებს წითლად ღებავენ და სტუმრები მათ ერთმანეთს აჯახებენ. თუ კვერცხის ნაჭუჭი მთელი დარჩება, ეს იმას ნიშნავს, რომ მის მფლობელს კარგი ბედი აქვს.

image








4. უნგრეთი


თუ ფიქრობთ, რომ ეს დეკორაცია ნაქარგ საბანს ჰგავს, მართალი ბრძანდებით. უნგრელები ცდილობენ, სააღდგომოდ კვერცხები ტრადიციული ნაქარგის მიბაძვით შეღებონ.

image








5. ლატვია


გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს კვერცხები ხახვის კანის გამოყენებითაა შეღებილი.

image








6. საფრანგეთი


საფრანგეთი ცნობილია იმით, რომ აქ ყოველ აღდგომას უზარმაზარ ომლეტს ამზადებენ. კერძი დაახლოებით 4 500 კვერცხს შეიცავს.

image








7. ჩეხეთი


ჩეხეთში ცარიელ კვერცხის ნაჭუჭს მავთულით აფორმებენ სააღდგომოდ.

image








8. პოლონეთი

ნამდვილად არ არის ადვილი წითლად შეღებილ კვერცხზე დანით ორნამენტების ამოკაწვრა, მაგრამ პოლონეთში სწორედ ამას აკეთებენ სააღდგომოდ.

image








9. რუმინეთი


ეს ულამაზესი კვერცხები ძალიან ჰგავს უკრაინულს, მაგრამ ცოტა შეცვლილია რუმინული ტრადიციული ორნამენტებით.

image








10. შვეიცარია


შვეიცარიაში სჯერათ, რომ ჭა სიცოცხლის წყაროა. რადგანაც აღდგომა ახალ სიცოცხლეს ნიშნავს, შვეიცარელებიც ჭას რთავენ სააღდგომოდ კვერცხებით.

image








11. ეგვიპტე


შეღებილი, მოხარშული კვერცხების ჭამა ჯერ კიდევ ფარაონების დროიდან იღებს სათავეს. მისი ბოსტნეულებით შეღებვა სააღდგომო კვერცხებს ძველის შეფერილობას სძენს და გემოსაც უცვლის.

image








12. მექსიკა


სააღდგომო კამფეტები? დიახ, სწორედ კამფეტებია მექსიკურ სააღდგომო კვერცხებში. მას კასკარონეს ეძახიან და ხალისით ურტყამენ მეგობრებს თავში.

image








13. ბულგარეთი


თუ ბულგარეთში ცხოვრობთ, აღდგომის დღეს ამ დიდებულად მოხატული კვერცხების გაცვლას შოკოლადში შეძლებთ.

image








14. გერმანია


გერმანიის ზოგიერთ ნაწილში ასეთ ხეებს შეხვდებით, რომლებიც მთლიანად კვერცხებითაა დახუნძლული.

image








15. ხორვატია


ხორვატიული სააღდგომო კვერცხები იმით გამოირჩევა სხვებისგან, რომ განსაკუთრებით კაშკაშა ფერები აქვს.

image








16. სამხრეთ აფრიკა


ეს კვერცხი 60 000 წლის წინ მოხატეს, მაგრამ დღესაც ლამაზად გამოიყურება.

image







17. კანადა


ეს ყველაზე დიდი კვერცხია მსოფლიოში და ის კანადაში, ქალაქ ალბერტაშია.

image








18. სლოვენია


თუ ახალი დონის დეკორაციის ნახვა გსურთ, მაშინ სლოვენიას უნდა ესტუმროთ, სადაც კვერცხის ნაჭუჭზე ასე ლამაზად კვეთენ.

image








19. რუსეთი


მგონი, ამ დღისთვის ყველაზე მორთული და დატვირთული რუსული კვერცხებია.

image








20. ამერიკის შეერთებული შტატები


აშშ-ში ყოველ წელს სპეციალური პრეზიდენტის კვერცხები "გამოდის". თუ იღბლიანი აღმოჩნდებით, შეიძლება კვერცხი მისი ხელმოწერითაც შეგხვდეთ.

image







4
91
9-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
91
  
2018, 28 მარტი, 23:29
არა, რას ამბობ?:) რა შენი ბრალია, რომ ნახვებმა კატასტროფულად იკლო.
2018, 27 მარტი, 14:18
მეც ხომ არ მემდურები, მანჩო?))
2018, 27 მარტი, 11:18
რა სამწუხაროა:((
2018, 27 მარტი, 0:06
გაოცებული ვარ: რა ჭირს ნახვებს ამ ბოლო დროს? :(
0 1 4