x
image
beko777
Mediator image
„ევროპის კოლეჯმა“ მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და გამოწვევბთან მარტო გამკლავება - რაულ ლაბაძე

საქართველოს ნომერ პირველი პრობლემა მის ახალგაზრდობაში, უფრო კონკრეტულად კი, ახალგაზრდობის განათლების ხარისხში იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობა არ იძლევა აწმყოში სასურველი დასკვნების გაკეთებას, მაინც აშკარად შეინიშნება პოზიტიური ძვრები, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სამწუხაროდ ახალგაზრდობის თუნდაც მცირე ნაწილს, ნარკოტიკების ლეგალიზაციის მხარდასაჭერ აქციაზე დგომა ურჩევნია, ვიდრე წიგნებთან ურთიერთობა, ქვეყანას ყავს განათლებული ახალგაზრდობის მთელი არმია, რომლებიც რუდუნებით სწავლობენ, მეტ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ეუფლებიან, მათ შორისაა ახალგაზრდა ქართველი რაულ ლაბაძე, რომელმაც ახლახანს დაამთავრა ევროპის ერთ-ერთი პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი "ევროპის კოლეჯი" და მაგისტრის ხარისხიც მოიპოვა

image- მოგვიყევით თქვენს შესახებ? გაგვაცანით თქვენი თავი და ამჟამინდელი საქმიანობა.
- მე ვარ რაულ ლაბაძე, 24 წლის. დავამთავრე ქ. თბილისის 59-ე საჯარო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გავაგრძელე კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ბაკალავრის შემდეგ გადავწყვიტე მესწავლა მაგისტრატურაზე, რადგან მინდოდა უფრო გამეღრმავებინა ჩემი ცოდნის არეალი. რამდენიმე უნივერსიტეტში და გრანტზე მქონდა გაგზავნილი საბუთები. საბოლოოდ მოვიპოვე ორი სხვადასხვა სტიპენდია ესტონეთში ტარტუს უნივერსიტეტში და პოლონეთში ევროპის კოლეჯში. არჩევანი რათქმაუნდა ევროპის კოლეჯზე შევაჩერე, რადგან კოლეჯში სწავლა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ამჟამად ვარ იურისტ-ანალიტიკოსი (Lეგალ დოცუმენტატიონ სპეციალისტ) სითი ბანკში, ვარშავის ოფისში.
- რატომ გადაწყვიტეთ ევროპის, კერძოდ კი, პოლონეთში საერთაშორისო კოლეჯში სწავლის გაგრძელება?
- ევროპის კოლეჯში მოხვედრამდე ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძიე უნივერსიტეტის და აკადემიური პერსონალის შესახებ. 2015 წელს მქონდა შესარჩევი ინტერვიუ თბილისში თუმცა ვერ მოვახერხე 2015 წელს სტიპენდიის აღება და სტიპენდიის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა სწავლა (სწავლის და ცხოვრების საფასური შეადგენს 24 000 ევროს რომელიც მოიცავს სწავლას, კვებას, საცხოვრებელს, სასწავლო ვიზიტებს რამდენიმე ქვეყანაში და ჯანმრთელობის დაზღვევას). შემდეგი ერთი წელი გამოვიყენე იმაში, რომ კარგად მოვმზადებულიყავი და შრომამაც გამოიღო შედეგი. 2016 წელს სრული დაფინანსებით ჩავირიცხე ევროპის კოლეჯში.

image- რა გზა გაიარეთ იქამდე, სანამ მაგისტრატურის ევროპაში დამთავრებას გადაწყვეტდით?
- ძალიან ბევრი საერთაშორისო პროექტი როგორც საქართველოში ასევე საზღვრებს გარეთ. შემდეგ გადავწყვიტე დამეარსებინა ახალგარზდული ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაცია ჩემს მეგობრებთან ერთად. ორგანიზაციას და ჩვენ საქმიანობას წარმოვადგენდით სხვადასხვა ქვეყნებში და ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას იმავე თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს. შემდეგ გავიარე ექვს თვიანი სტაჟირება ამერიკის საელჩოს ფინანსურ დეპარტამენთში, თუმცა სამწუხაროდ მუშაობის შესაძლებლობა არ ჩანდა საქართველოში. ალბათ ესაც იყო ერთ–ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ დავტოვე საქართველო და წავედი სასწავლებლად.
- რა მოგცათ იქ სწავლამ?
- მასწავლა დამოუკიდებლად ცხოვრება და გამოწვევბთან მარტო გამკლავება. შემძინა ძალიან ბევრი ახალი მეგობარი, რომლებთან ერთადაც დღესაც მაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ასევე შევიძინე ძალიან საჭირო კონტაქტები და შევხვდი ბევრ საინტერესო ხალხს.
- რა არის საჭირო ქართველი ბაკალავრებისთვის, რომ აღნიშნულ კოლეჯში სწავლა გააგრძელონ?
- უნივერსიტეტში მოსახვედრად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე კრიტერიუმს და უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ქონდეს მაღალი ნიშნები (GPA), ფლობდეს უცხო ენის დამადასტურებელ სერთიფიქატს ჩ1 დონეზე, უნდა დაწეროს სამოტივაციო წერილი, თუ რატომ სურს ევროპის კოლეჯში სწავლა, ატვირთოს სივი და ასევე წარმოადგინოს ორი ლექტორის საკონტაქტო ინფორმაცია რომელთაც პირადი შეხება ჰქონდათ სტუდენტთან.

image- რა გამოწვევებია სწავლის პროცესში აღნიშნულ სასწავლებელში?
- ძირითადი გამოწვევები ენის ცოდნასთან არის დაკავშირებული, რადგან კოლეჯში სწავლა მიმდინარეობს როგორც ინგლისურად, ასევე ფრანგულად. თუმცა შესაძლებელია ფრანგული საგნები, ნაკლებად აირჩიოს სტუდენტმა. ასევე მთავარი გამოწვევაა სამაგისტრო ნაშრომის წერა და ამავე დროს ლექციებზე დასწრება.
- როგორ განვითარდა თქვენი ცხოვრება იქ სწავლის დროს და შემდეგ?
- კოლეჯში გავიარე ყველაზე საინტერესო ერთი წელი ჩემ ცხოვრებაში როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარების კუთხით. ყველას ვურჩევდი არ გაუშვან ეს შანსი ხელიდან და გააგზავნონ აპლიკაცია ნატოლინის კამპუსში. კოლეჯში სწავლის პერიოდში ყველამ ვიცოდით, რომ დროებით ვიყავით კამპუსში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, უნდა გადაგვეწყვიტა - როგორ განვითარდებოდა ჩვენი ცხოვრება. სწავლის დროსვე ვიცოდი, რომ რამოდენიმე წელი მუშაობა მსურდა რადგან მინდოდა დამეგორვებინა რამდენიმე წლიანი გამოცდილება. სამსახურის ძებნა დავიწყე დაახლოებით 5-4 თვით ადრე, სანამ სწავლას დავასრულებდი, რადგან დოკუმენტების მომზადებას არაევროკავშირი წევრის ქვეყნების მოქალაქეებისთვის დაახლოებით 3 თვე ჭირდება.


2
220
1-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
220
  
2018, 21 აპრილი, 20:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

უნიჭიერესო და უსაყვარლესო, გილოცავ წარმატებას! შენ ეს დაიმსახურე, ყველაფერს საკუთარი შრომით მიაღწიე. გისურვებ კარიერულ წინსვლას და ბედნიერებას ცხოვრებაში. ძალიან მიყვარხარ და მეამაყები.
0 1 2