x
image
_K_
საუკეთესო მამა (ვიდეო + ტექსტი ქართულ ენაზე)
image


შეიძლება, ნანახიც გაქვთ ვიდეო, რომელიც ინტერნეტსივრცეში ძალიან პოპულარული გახდა. MetLife Hong Kong-ის ამ კომერციულ რეკლამაში ქალიშვილი მამას გულწრფელ წერილს სწერს, რომელმაც ბევრი ინტერნეტმომხმარებელი აატირა და მშობლების სიყვარულზე დააფიქრა.




რადგანაც ვიდეოს სუბტიტრები არ აქვს, გთავაზობთ მის სრულ ტექსტს ქართულ ენაზე:



"ჩემი მამიკო ყველაზე კარგია მსოფლიოში.

ჩემი მამიკო ყველაზე სიმპათიურია,

ყველაზე გონებამახვილია,

ყველაზე ჭკვიანია,

ყველაზე კეთილია.

ის ჩემი სუპერმენია.

მამიკოს უნდა, რომ კარგად ვისწავლო სკოლაში.

მამიკო, უბრალოდ, დიდებული ადამიანია.

მაგრამ

ის იტყუება...


ის იტყუება, თითქოს სამსახური აქვს,

იტყუება, თითქოს ფული აქვს,

იტყუება, თითქოს დაღლილი არაა,

იტყუება, თითქოს მშიერი არაა,

იტყუება, თითქოს ყველაფერი გვაქვს,

იტყუება, თითქოს ბედნიერია.

ის იტყუება

ჩემ გამო"...


რეკლამა მთავრდება სიტყვებით: "ბავშვის მომავალი ყველანაირ მსხვერპლად ღირს. მიიღეთ მეტი ცხოვრებისგან".


MetLife ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური პროვაიდერია და 90 მილიონი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში.





0
43
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0