სხვა ფოტოს სადგამის დამზადება მხოლოდ ქვისა და მავთულისგან 2018, 21 მარტი, 23:34 ამ ფოტოს სადგამის გაკეთებას ძალიან მარტივად და სრულიად უფასოდ შეძლებთ. შედეგად მიიღებთ ულამაზეს აქსესუარს, რომელიც დაამშვენებს თქვენს საოფისე მაგიდას.დაგჭირდებათ:➤ გლუვზედაპირიანი ქვები;➤ სპილენძის მავთული;➤ ბრტყელტუჩა;➤ აკრილის საღებავები;➤ ფუნჯი;➤ Mod Podge.პირველ რიგში, ქვები უნდა შეღებოთ აკრილით. გაითვალისწინეთ, რამდენიმე ფენის გადასმა დაგჭირდებათ.როცა საღებავი გაშრება, შეგიძლიათ, სურვილისამებრ მიახატოთ ქვას ორნამენტები.იმისთვის, რომ საღებავი არ აიქერცლოს, გადაუსვით Mod Podge ან სხვა მსგავსი სითხე.მავთული რამდენჯერმე შემოახვიეთ კალამს ან მარკერს.შემოახვიეთ მავთულის მეორე ბოლო ქვას რამდენჯერმე, ისე, როგორც ქვედა ფოტოზეა.მარტივად მოათავსეთ ფოტოები მავთულებს შორის.და სულ ესაა!წარმატებებს გისურვებთ!127 2-ს მოსწონს
|