საზოგადოება „მძღოლი დავაჯარიმებინე, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი თუ არა“ - ინგა გრიგოლია 2018, 21 მარტი, 22:13 ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში დღეს საღამოს მომხდარ ამბავზე წერს. „ძალიან დიდი ხანი ვიდექი საცობში ჩემს სახლთან, თავის ნებაზე გაჩერებული ერთი უშველებელი მანქანის გამო, ბევრი მანქანა იდგა გაჭედილი ჩემსავით და ელოდნენ, როდის მოვიდოდა იმ მანქანის პატრონი და გაგვატარებდა. ამ ლოდინში ვიღაც წინა მძღოლი გადმომიხტა და გამლანძღა, უკან დახიე მანქანა და გამატარეო (უკან სხვა მანქანები იდგნენ და ვერ დავხევდი). ისე გავცეცხლდი, პატრული მოვიყვანე, დამნაშავე მძღოლი მოვაძებნინე და დავაჯარიმებინე პატრული იყო ოქრო ბიჭი და წესიერი. დამნაშავე მძღოლს გაკაპასებულმა შევხედე და ვუთხარი, რომ მე დავაჯარიმებინე. მორჩილად მომისმინა და არაფერი უთქვამს. ისიც აშკარად ოქრო ბიჭი აღმოჩნდა. ეხლა ვზივარ სახლში და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი თუ არა, რატომღაც ამეკიდა დანაშაულის გრძნობა, თუმცა, კანონის სრული დაცვით გაკეთდა ყველაფერი. ვიტანჯები და ვნანობ, არადა, რომ შემოეღრინა იმ დაჯარიმებულ მძღოლს, ზუსტად ვიცი, არ ვინანებდი. მორალი-ტკბილი სიტყვა და სიჩუმე აუვნებელყოფს ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესაც კი, განმაიარაღა, “ - წერს გრიგოლია. 544 4-ს მოსწონს
|