x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138997
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
თათრების წარსული და აწმყო

imageგვიყვება ერთ-ერთი თათარი... „გადაფხიკე რუსი და აღმოაჩენ
ტარტარს [თათარს]“. ბავშვობიდან ხშირად მესმის ეს გამონათქვამი. ყოველთვის რუსი მეგონა
ჩემი თავი, მაგრამ ამას წინათ ნათესავებისგან გავიგე, რომ პაპაჩემი (მამაჩემის მამა)
თათარი ყოფილა. ეს რომ მეგობრებს ვუთხარი, ზოგიერთებმა მითხრეს, რომ მათაც ჰქონიათ
თათრული ფესვები.
დავინტერესდი და დავიწყე
გამოკვლევა, ვინ იყვნენ ცნობილი თათრები და რა მიღწევები ჰქონდათ ხელოვნებაში, სპორტში
და ასე შემდეგ. აღმოვაჩინე, რომ თურმე ბალეტის ცეკვის ოსტატი რუდოლფ ნურიევი, რომელმაც
უდიდესი როლი შეასრულა ცეკვის ხელოვნებაში, თათრულ ოჯახში დაბადებულა რუსეთში. დაახლოებით
შვიდი მილიონი თათარი ცხოვრობს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. თუ ნებას დამრთავთ,
მოგიყვებით, რა ინფორმაცია მოვიძიე მათზე.


წარსული


საუკუნეების განმავლობაში
თათრებს მონღოლებთან და თურქებთან ერთად მოიხსენიებდნენ. მე-13 საუკუნეში ისინი
მონაწილეობდნენ ლაშქრობებში, რომლებსაც მონღოლთა მხედართმთავარი ჩინგიზ-ყაენი მეთაურობდა.
ჩინგიზ-ყაენის იმპერია უზარმაზარ ფართობზე იყო გადაჭიმული და სიდიდით ყოფილი საბჭოთა
კავშირის ტერიტორიას უტოლდებოდა. 1236 წელს ყაენის 150 000-იანი ჯარი ევროპისკენ
დაიძრა, რომლის საზღვარიც ურალის მთების დასავლეთ ნაწილიდან იწყება. სწორედ აქ შეუტიეს
მათ პირველად რუსეთის ქალაქებს.


რუსეთის დაპყრობიდან
მალევე მონღოლებმა დააარსეს მონღოლურ-თურქული სახელმწიფო, რომლის დასავლეთ ნაწილს ზოგი
„ოქროს ურდოს“ უწოდებდა. მისი დედაქალაქი, სარაი-ბათუ ქვემო ვოლგაზე იყო გაშენებული.
ამ სახელმწიფოში შედიოდა ციმბირის ნაწილი, ურალის მთები, უკრაინის კარპატები და საქართველოს
კავკასიის მთები. რუსეთის სამთავროები იძულებულნი შეიქნენ, ურდოსთვის ხარკი ეხადათ.
მე-15 საუკუნეში ურდო დაიშალა და ჩამოყალიბდა ყირიმის, ასტრახანისა და ყაზანის
სახანოები.


თათრეთი და მისი დედაქალაქი ყაზანი


დღეს დაახლოებით
4 მილიონი კაცი ცხოვრობს თათრეთის მრავალეროვან რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის
ევროპული ნაწილის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 68 000 კვადრატული
კილომეტრია და ის „ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ითვლება რუსეთის
ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის“. თათრეთს რუსეთში წამყვანი როლი უკავია გაზისა
და ნავთობის წარმოებაში. აქ ხდება თვითმფრინავებისა და ავტომობილების წარმოება. ქვეყანაში
არის რამდენიმე აეროპორტი.


ყაზანი მდინარე ყაზანკაზე
გაშენებული თანამედროვე ქალაქია, რომლის მოსახლეობაც ერთ მილიონს შეადგენს. ის ერთ-ერთია
რუსეთის იმ ქალაქებიდან, რომლებსაც მეტროს ლამაზი სადგურები ამშვენებს. ყველა სადგურს
თავისი დამახასიათებელი სტილი გააჩნია. ზოგში თანამედროვე დიზაინი სჭარბობს, ზოგში
აზიური კულტურისა თუ შუასაუკუნეების შტრიხები შეიმჩნევა. ყაზანის მეტროს ერთ სადგურს
ამშვენებს 22 მოზაიკური ფრესკა, რომლებშიც თათრული ტრადიციული ზღაპრების სცენებია
ასახული.


1804 წელს რუსეთის
მეფე ალექსანდრე I-მა დააარსა ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იქ განთავსებულია ერთ-ერთი
უდიდესი ბიბლიოთეკა რუსეთში. ის გავლენიან საგანმანათლებლო და კულტურულ ცენტრად ითვლება
და სწორედ მან მისცა დასაბამი სხვა უნივერსიტეტების არსებობას თათრეთში. ბიბლიოთეკაში
მოიპოვება 5 000 000 წიგნი და სხვა პუბლიკაცია, რომელთა შორის
30 000 ძველი ხელნაწერია; ზოგიერთი მათგანი ახ. წ. მე-9 საუკუნითაა
დათარიღებული.


ერთი სიამოვნებაა ბაუმანის
ცენტრალურ ქუჩაზე გასეირნება. იქაურობა სავსეა თვალისმომჭრელი მაღაზიებითა და კაფეებით.
ამ ადგილს ახლახან ვესტუმრეთ მე და ჩემი მეუღლე და ქალაქის სილამაზით გული რომ ვიჯერეთ,
მდინარე ვოლგაზეც მოვიწყეთ პატარა კრუიზი.


ყაზანის ღირსშესანიშნაობებში
შედის კრემლის „მხცოვანი“ ციხესიმაგრე თავისი შენობა-ნაგებობებით, რომლებიც მე-16 საუკუნით
თარიღდება. რუსეთის ტერიტორიაზე ეს დღემდე შემორჩენილი ერთადერთი თათრული ციხესიმაგრეა.
ქვის გალავნიანი ყაზანის კრემლის შიგნით განთავსებულია სუუმბიკეს კოშკი, თათრეთის სამთავრობო
შენობები, მეჩეთი და მართლმადიდებლური ეკლესია.


2000 წელს ყაზანის
კრემლი შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში. კრემლის არქიტექტურა
განსაკუთრებით ღამით ატყვევებს მნახველთ, როცა მისგან გამოტყორცნილი შუქი თვალისმომჭრელად
ლივლივებს მდინარეზე.


ხალხი და ენა


თათრები რუსეთში მცხოვრები
თურქული წარმოშობის ყველაზე მრავალრიცხოვანი ერია და როგორც ამბობენ, მათი რიცხვი
5 500 000 აღწევს. თუმცა დაუდგენელია, სულ რამდენი თათარი ცხოვრობს
ამ უზარმაზარ ქვეყანაში.


თათრული ენა მიეკუთვნება
თურქულ ენათა ჯგუფს. ამ ჯგუფს განეკუთვნება აგრეთვე აზერბაიჯანული, ბაშკირული, თურქმენული,
თურქული, იაკუტური, ნოღაი, ტუვური, უზბეკური და ყაზახური ენები. ზოგიერთი ენა იმდენად
ჰგავს ერთმანეთს, რომ მოსაუბრეებს ადვილად ესმით ერთმანეთის.


თურქულ ენაზე მოლაპარაკეთა
რიცხვი მსოფლიოში მილიონებს ითვლის. თათრეთის ქუჩებში სეირნობისას თქვენ მოისმენთ როგორც
თათრულ, ისე რუსულ ენაზე ლაპარაკს. ამავე ენებზე იბეჭდება გაზეთებიცა და წიგნებიც;
რადიოსა და ტელევიზიაშიც გადაცემები ამ ენებზე გადის. თეატრებში წარმოდგენები თათრულ
ენაზე იმართება და მასში ძირითადად ასახულია თათრეთის ისტორია, თათრული ფოლკლორი და
ამ ხალხის ყოფა-ცხოვრება.


ქუჩის სახელწოდებები
და მაღაზიის წარწერები ორენოვანია — რუსული და თათრული. რუსულ ენაში ბევრ სიტყვას
თათრული წარმოშობა აქვს. 1928 წელს თათრული დამწერლობა შეიცვალა — არაბული
ანბანი ლათინურმა ჩაანაცვლა. 1939 წლიდან თათრების დამწერლობა კირილიცაა, რომელიც
რუსული კირილიცის მსგავსია.


ეროვნული ადათ-წესები


ერთ დროს თათრები მონადირეები
იყვნენ და მეჯოგეობას მისდევდნენ. ეროვნულ კერძებში დღემდე სჭარბობს ხორციანი საჭმელები.
ბევრის საყვარელი საჭმელია ბელეში. ეს არის ღვეზელი, რომელშიც კარტოფილი და
ხორცი ერთად არის არეული და დამატებული აქვს ხახვი და სანელებლები. ის დაახლოებით ორი
საათის განმავლობაში ცხვება. ცხელ-ცხელ ღვეზელს სუფრაზე ყველას თვალწინ ჭრიან და მაშინვე
მიირთმევენ, სანამ ჯერ კიდევ ოხშივარი ასდის.


ეროვნულ დღესასწაულთა
შორის სავარაუდოდ ყველაზე ძველი და ყველაზე ცნობილი საბანტუის დღესასწაულია. მას წარმართული
დასაბამი აქვს. ამ დღესასწაულზე ხალხი ერთად ლოცულობს და მზის ღმერთსა და წინაპართა
სულებს შესაწირავებს სწირავს. სჯერათ, რომ ასეთი მსხვერპლის წყალობით მათი მოდგმა არ
გადაშენდება, საქონელი გამრავლდება და მოსავალიც უხვი ექნებათ.


თათრებს ძალიან უყვართ
ცხენები და ვინაიდან ეს ხალხი მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდა, შეიძლება ითქვას, რომ ცხენი
მათი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. ყაზანში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი
იპოდრომი თავისი 12 საჯინიბოთი და ვეტერინარული კლინიკით. იპოდრომზე თქვენ ნახავთ
ცხენების საცურაო აუზსაც.

4
1430
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:klopka
klopka
1430
  
2015, 16 თებერვალი, 18:35
კი,სრული სიმართლეა, გინდაც პეტრე პირველი,რუსეთის უძლიერესი მონარქი,განა ქართველი არ იყო??? სლავები,როგორც ერი,სუსტი ხალხია
2012, 13 აგვისტო, 14:43
ემსგავსება აბა რა მთელი საუკუნეები უქნავებდნენ რუს ქალებს ))
2012, 27 ივნისი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4