x
მეტი
  • 07.07.2022
  • სტატია:120615
  • ვიდეო:354553
  • სურათი:492660
" So Far, So Good” - ძალიან ლამაზი მეგობრობისა და სიყვარულის დასაწყისი

image

ცოტა ხნის წინ საქართველოს გაცვლითი პროგრამით ათი პორტუგალიელი ესტუმრა.


" So Far, So Good” - ასე ჰქვია, პროექტს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოსა და პორტუგალიის სამომავლო კულტურულ და სოციალურ ურთიერთობას.


image




ალბათ, რომ არა ერთი წლის წინ უჩვეულოდ დაწყებული მეგობრობა და შემდეგ ასევე უცაბედად გაჩენილი იდეა, ეს გაცვლითი პროგრამა არც განხორციელდებოდა.


ყველაფერი კი ასე დაიწყო:


სომხეთში, ერთ-ერთი ახალგაზრული საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიმყოფებოდი, პროექტის დასასრულს ყველას სურვილისამებრ რაიმე პროექტი უნდა მოგვეფიქრებინა, რა თქმა უნდა, გვქონდა გარკვეული დრო იდეების გასაზიარებლად და შესაჯამებლად, ჩემთან მოვიდა ანტონიო და მითხრა, რომ შეგვეძლო, ერთად რაიმე კარგი პროექტი გაგვეკეთებინა. მეც დავთანხმდი, ვისაუბრეთ, დავწერეთ და სახელიც მოვუფიქრეთ...


ვერც ვიფიქრებდი, თუ ასე მალე მოხდებოდა ყველაფერი და ჩანაფიქრი ზუსტად ერთ წელიწადში რეალობად იქცეოდა.


მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ იგი პორტუგალიიდან იყო, კერძოდ, კუნძულ მადეირადან და არასამთავრობო ორგანიაზაცია Teatro Metaphora –ს წარმოადგენდა. შემდეგ კი უამრავი კარგი რამ შევიტყვე მის ორგანიზაციაზე, რომლის ვრცელი განსაზღვრებაც გახლავთ - ხელოვნების მეგობართა ასოციაცია.


image


პროექტი იმავე სახელწოდებით - „ So Far, So Good “ ერთი წლის შემდეგ „Teatro Metaphora” -მ და ახალგაზრდულმა არასამთავრობო ორგანიზაცია

„ Bridge to the Future”- მ 18- 25 ოქტომბერს ბაკურიანში ერთობლივად განახორიცელა, იგი დაფინანსებული იყო ევროკომისიის მიერ Erasmus + - ის პროგრამის ფარგლებში.


image

საქართველოს პორტუგალიიდან ათი ახალგაზრდა ესტუმრა, ხოლო ათი ქართველი მონაწილე შერჩეული იყო სხვადასხვა რეგიონიდან.


პროგამა მიზნად ისახავდა ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელსეწყობას, ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებას მშვიდობიანი და დემკორატიული მომავლის შენებისათვის.



პროექტის შესახებ თავისი შთაბეჭდილებები პორტუგალიელმა პატრისიამ გამიზიარა:


image


" ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, რადგან იგი ეხმარება მათ დაივიწყონ თავიანთი კომპლექსები, თავდაპირველად ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ჩვენი ქვეყნების შესახებ და აღმოვაჩინეთ ბევრი მსგავსება. როგორც კულტურული, ისე რელიგიური, ორივე ქვეყანას ერთი და იგივე პრობლემები აწუხებს, როგორიცაა, მაგალითად, დაბინძურება, გამონაბოლქვი, უსახლკარო ხალხი და ძაღლები და რაც მთავარია, ორივე ქვეყანას სურს რაც შეიძლება მეტი ტურისტი მიიზიდოს. შემდეგ დღეებში, რა თქმა უნდა, აღმოვაჩინეთ განსხვავებებიც. პორტუგალიაში ძირითადად კათოლიკე ქრისტიანები ვართ, საქართველოში მართმადიდებლები, ტაძრები და რიტუალები სრულიად განსხვავებული გვაქვს, გავიგე, რომ საქართველოში შობას 7 იანვარს ზეიმობენ, ხოლო აღგომას ქართველები კვერცხებს წითლად ღებავენ"


image


პატრისიამ ასევე აღნიშნა, რომ როცა საქართველოში ჩამოვიდა, ჩვენი ქვეყნის შესახებ მხოლოდ ბათუმის ალი და ნინოს სკულპტურიდან იცოდა.



image


image


" ახლა კი გავიგე, რომ თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და იგი ვახტანგ გორგასალმა დაარსა, ასევე შევიტყვე, რომ ქალაქის სახელი მოდის თბილი -დან.. თბილისში შეგიძლია ისიამოვნო გოგირდის აბანოებით, როცა ჩავალ მადეირაში მე ვეტყვი ხალხს ამ არაჩვეულებრივი ქალაქის შესახებ, ძალიან მინდა უკან დავბრუნდე და უკეთესად გავიცნო საქართველოს თითოეული კუთხე-კუნჭული" - მითხრა მან.


image


ახალგაზრდები პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინტერკულტურული დღეებზე გაეცვნენ ქართულსა და პორტუგალიურ ტრადიციებს, აღმოეჩინეს მსგავსება-განსხვავებები და დაათვალიერეს საქართველოს ღირსშესანიშნაობები.


image


image



image


"მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ჩვენი კულტურები გარკვეულ წილად მაინც ჰგავს ერთმანეთს, რაც, ჩემი აზრით, რელიგიური ფაქტორით არის განპირობებული. კათოლიკური და მართლმადიდებლური სამყარო განსხვავდება, მაგრამ მაინც არსებობს ფუნდამენტური მსგავსებები ისეთ თემებში, რაც საბოლოო ჯამში ქმნიან კულტურას.


ქართულ-პორტუგალიური ურთიერთობა ახალი გაცხოველებულია.. ერებს შორის კულტურული ურთიერთობები კი სწორედ ცალკეული მოქალაქეების მეგობრობით იწყება, რომელსაც ასეთი პროექტები უწყობს ხელს. " - აღნიშნა პროექტის ქართველმა მონაწილემ - მათე ბუბაშვილმა .



image



თავისი შეხედულება გამიზიარა ასევე თაკო სამხარაძემ,

ერთ-ერთმა მონაწილემ კახეთის რეგიონიდან :

" ჩემი აზრით, მსგავსი სახის პროექტები აუცილებელია, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ გლობალიზაციის ხანაში როდესაც სამყარო ერთიანდება და კარგავს საზღვრებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ურთიერთობები, რომელიც აახლოვებს ადამიანებს.

პროექტის მეშვეობით აღმოვაჩინეთ უამრავი საერთო ნიშნები, ტრადიციები, ცრურწმენები. ასევე მსგავსება იყო ხასიათის თვისებებშიც, მაგალითად სტუმარმოყვარეობის ტრადიცია და სტუმართმოყვარე ხასიათი პორტუგალელებთანაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩემთვის ახალი და საინტერესო პორტუგალიის შესახებ, ალბათ, ყველაზე მეტად იყო მათი სამზარეულო და ნაციონალური კერძები "


image


და ბოლოს სტატიას ისევ პატრისიას სიტყვებით დავასრულებ:


" ამ პროექტის შემდეგ მე დამამახსოვრდება მოკლე პერიოდში გაცნობილი ადამიანები, ისინი ნამდვილად არაჩვეულებრივები არიან, ასევე ყოველთვის მემახსოვრება ბორჯომში გასინჯული მინერალური წყლის გემო, ეს მოგზაურობა ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო, დარწმუნებული ვარ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება, მე აქ, საქართველოში უკვე მყავს მეგობრები, რომლებიც ჩემს გულში არიან და იქნებიან სამუდამოდ"


image


image

აი, ასე შეამოკლა საქართველოსა და პორტუგალიას შორის 5000 კილომეტრზე მეტი მანძილი ამ პროექტმა.


image



" So Far, So good” - ძალიან ლამაზი მეგობრობისა და სიყვარულის დასაწყისი...


იხილეთ ვიდეო პროექტის შესახებ:


0
111
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0