საზოგადოება „რუსთავი 2“ პიკეტირებულია - „ქართული მარში“ გაბუნიასგან ბოდიშს ითხოვს 2018, 19 მარტი, 17:03 ამ წუთებში „რუსთავი 2“-ის შენობა პიკეტირებულია. ტელეკომპანიასთან საპროტესტო აქციას ქართული მარშის წევრები მართავენ. ისინი გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ გიორგი გაბუნიას ტექსტს აპროტესტებენ, რომელიც მან იესო ქრისტეს მისამართით გააჟღერა. ქართული მარშის ერთერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. დაპირისპირება იყო ტელეკომპანიის დაცვის წევრებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 64 შეფასება არ არის
|