x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
პატრიარქმა მითხრა, ამდენ სიკეთეს, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს, არავის გაუკეთებიაო - გვარამია
image


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარტიარქმა დაიბარა, შეხვედრა საპატრიარქოში შედგა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, პატრიარქმა მას უთხრა, რომ „რუსთავი 2“ კეთილ საქმეს აკეთებს და ამდენი სიკეთე არავის გაუკეთებია. გადაცემის წამყვანი ნოდარ მელაძე გვარამიას დაემოწმა და თქვა, რომ პირად საუბრებში სხვა სასულიერო პირებიც ხშირად გამოხატავენ მადლიერებას მათი მუშაობის მიმართ.


„რუსთავი 2-ელების გასაგონად და მათ შორის შენს გასაგონადაც მინდა ვთქვა, პატრიარქმა თანმხლები ადამიანების თანდასწრებითაც და მერე ცალკეც მითხრა, იმდენ სიკეთეს, რამდენსაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ცოტა ვინმე თუ აკეთებს. მას დიდი იმედი აქვს, რომ კიდევ ბევრს გავაკეთებთ, რომ ქვეყანას რამე ეშველოს, “ - აღნიშნა გვარამიამ.


ეს გაცხადებები დღეს, „შაბათის კურიერის“ ეთერში გაკეთდა, რომლის გამხსნელი სიუჟეტიც სწორედ პატრიარქის გვარამიასთან შეხვედრას მიეძღვნა და გადაცემის სტუმარიც სწორედ ნიკა გვარამია იყო.



0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0