სხვა ჭაღარა თმასთან ბრძოლის ხალხული მეთოდი 2018, 29 მარტი, 10:36 იყო დრო, როდესაც ფერფლისფერი თმა მოდაში იყო, მაგრამ ეხლა ტენდენცია შეიცვალა და ქალბატონების უმრავლესობა ცდილობს, რომ ბუნებრივი თმის ტონი რაც შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნოს და თუ ობიექტური მიზეზების გამო, თმის შეღებვა მაინც უხდებათ, არჩევანს ისევ საკუთარი თმის ფერის საღებავზე აკეთებენ. თმის ნიღაბი, რომელიც ჭაღარის გაჩენას აფერხებს, სულ 15 წუთში მზადდება და ამ დროის უმეტესი ნაწილი, ჯანჯაფილის დამუშავებაზე და მისგან საჭირო ნედლეულის მიღებაზე იხარჯება: I. აიღეთ ჯანჯაფილის 1 საშუალო ზომის ფესვი, გახეხეთ წვრილ სახეხზე და როდესაც წვენს გაუშვებს, გაწურეთ. II. პატარა თასში მოათავსეთ: 1 ჩ. კ. თხევადი თაფლი (ნატურალური), ჯანჯაფილის წვენი, 1 ს. კ. ზეითუნის ზეთი და შეურიეთ. III. დაისველეთ თმა. ნიღაბი წაისვით თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე. IV. დაიბანეთ თავი 40 წუთის შემდეგ.პროცედურის ჩატარება საჭიროა კვირაში 2–3-ჯერ. სასურველი შედეგის მისაღებად, მოთმინება არის საჭირო და გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჭაღარა აუცილებლად გაქრება. ჯანჯაფილი, ზეითუნის ზეთი და თაფლი — ყველაზე ეფექტური ნაზავია, თმასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. რატომ? საქმე იმაშია, რომ თითოეული მათგანი დიდი რაოდენობით ვიტამინს და მინერალს შეიცავს და თუ ამ ყველაფერს ერთ ჭურჭელში მოვუყრით თავს, ნაზავის გამოყენების შედეგი, ნამდვილად გასაოცარი იქნება. ჯანჯაფილით დავიწყოთ: შეიცავს კალიუმს, ფოსფორს და მაგნიუმს. სწორედ ეს მინერალებია საჭირო თმის ფოლიკულების გაჯანსაღებისთვის, ტენიანობის აღსადგენად და ქერტლის მოსაცილებლად. თაფლი, ისევე როგორც ჯანჯაფილი, არეგულირებს ტენიანობის ბალანსს თმის ძირებთი, კვებავს და აპრიალებს თმას. თუ ნიღბის მომზადებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ თმაზე მხოლოდ თაფლი წაისვათ და 1 საათის შემდეგ, თავი დაიბანოთ. რაც შეეხება ზეითუნის ზეთს, ის მდიდარია Е და А ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით. რაც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტებია ჭაღარა თმასთან რძოლის დროს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ახალგაზრდობის 15 საიდუმლო ჰოლივუდის დერმატოლოგ-კოსმეტოლოგისგან თმის მოვლის და დაცვის ძირითადი წესები. შეღებილი თმის მოვლა (ბალზამი თუ კონდენციონერი?) მკურნალობა თაფლით - 9 დაავადება, რომელსაც თაფლი ამარცხებს 443 7-ს მოსწონს
|