კინო ირანში ანჯელინა ჯოლის ორეული მოღვაწეობს 2018, 18 მარტი, 3:01 ირანში ცხოვრობს მსახიობი, რომელიც ძალიან ჰგავს ჰოლივუდელ ვარსკვლავს, ანჯელინა ჯოლის.რამანა საიაჰი და რეჟისორი მოჰსენ მოჰსენი ჰასბ / ფოტოს წყარო: @ramana_sayahi Instagram
სოციალურ ქსელში გამოჩნდა ინტერვიუ ირანელ მსახიობთან რამანა საიაჰისთან, რომლის გარეგნული მსგავსება მსოფლიოში ცნობილ მსახიობთან, ანჯელინა ჯოლისთან შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ - წერს ინტერნეტ -პორტალი Sputnik.
მსახიობმა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ ბევრი აღნიშნავს მისი და ანჯელინა ჯოლის მსგავსებას. ზოგჯერ ირანელ მსახიობი ამერიკელი ვარსკვლავი ჰგონიათ და ავტოგრაფს სთხოვენ. რამანამ აღნიშნა, რომ არავითარი პლასტიკური ოპერაცია მას არ გაუკეთებია, მიმართა მხოლოდ ბოტოქსის ინექციებს.
რამანა საიაჰი / ფოტოს წყარო: @ramana_sayahi Instagram მრავალი ირანელი აღნიშნავს, რომ რამანა ანჯელინა ჯოლიზე უფრო ლამაზია და ასეთი გარეგნობით პოპულარული მსახიობი გახდება. ზოგი თვლის, რომ ის პლასტიკურ ქირურგიას მიმართავს იმისთვის, რომ ჰოლივუდის „ხატს“ დაემგვანოს. საიაჰს იღებენ მოჰსენ მოჰსენი ჰასბის ფილმში „მარტორქა“ . სიუჟეტი მოგვითხრობს ყმაწვილ სადრიზე, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობს საზღვარგარეთ იმისთვის, რომ თავისი დის განათლება უზრუნველყოს. ერთხელ, აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გოგონას იტაცებენ და ამის გამო სადრა მიდის თავის ძველ მეგობართან რეზესთა, რომელიც დაცვის სამსახურის თანამშრომელია. იხილეთ ასევე:
1. სიყვარულიდან სიძულვილამდე: 12 ვარსკვლავური წყვილი ქორწილის დღეს და განქორწინების დღეს
2. კორეული ტორტი და ქათმის სალათა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რეცეპტებიდან
239 14-ს მოსწონს
|