პოლიტიკა "მრცხვენია,საკუთარ თავს ვუწოდო რუსი"-რუსი ოლიგარქის ქალიშვილის განცხადება 2018, 15 მარტი, 18:28
რუსი ოლიგარქის ოლეგ ტინკოვის ქალიშვილმა, დარიამ, რომელიც ლონდონში ცხოვრობს განაცხადა:" მრცხვენია, საკუთარ თავს ვუწოდო რუსი."
მოსკოვისა და ლონდონის შორის გამწვავებული ურთიერთობის შემდეგ, რომელიც სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას მოჰყვა, ოლიგარქის ქალიშვილმა, რომელიც ლონდონში ცხოვრობს შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა Instagram-ზე.
"ბევრი მეკითხება, რას ვფიქრობ ყველა ამ ბოდვაზე, რაც ინგლისსა და მოსკოვს შორის ხდება?აი რას ვფიქრობ:ძალინ მწყინს, რომ ადამიანებს ჩემი სამშობლოდან არ შეუძლიათ ნორმალურად მოქცევა, ამჟამად ძალიან მრცხვენია ლონდონში საკუთარ თავს ვუწოდო რუსი-მათგან მყისიერად მოდის ნეგატივი, მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად მოქცევა და მთავარი, -არ შეუძლია ნორმალურად მართოს ქვეყანა"-წერს ტინკოვა.
ახალგაზრდა ქალის ამ პოსტს უამრავი განრისხებული კომენტარი მოჰყვა, რის შემდეგაც გოგონა იძულებული გახდა პოსტი წაეშალა.
დარიას მამას, ოლეგ ტინკოვს, Forbes 2017 წლის რეიტინგის მიხედვით, 79-ე ადგილი უკავია მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანების სიაში.
იგი არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რესტორნების, მუსიკალური მაღაზიების ქსელის და გაყინული ნახვერფაბრიკატების ქარხნის, "Дарья"-ს მფლობელი.
407 8-ს მოსწონს
|