პოლიტიკა ლენინის გარდა, კიდევ ვისი ნეშტები ინახება მავზოლეუმებში? 2023, 22 აპრილი, 14:47 დღეს, პროლეტარიატის ბელადის ვლადიმერ ულიანოვის, იგივე ლენინის დაბადების დღეზე, უპრიანი იქნება გავიხსენოთ, მის გარდა კიდევ ვის სახელზე გახსნილი მავზოლეუმები? ლენინის მავზოლეუმი 1930 წელს აიგო, მისი სიკვდილიდან 6 წლის შემდეგ, თუმცა სპეციალური ლაბორატორია 1924 წელს გაკეთდა, სადაც ლენინის გარდა სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი პოლიტიკოსების გვამების ბალზამირება მოხდა. მავზოლეუმში ლენინის გარდა 1953-1961 წლებში სტალინის სარკოფაგიც ინახებოდა, სანამ ხრუშჩოვის მრძანებით არ გამოიტანეს და დამარხეს კიდევ ვისი მავზოლეუმები ვიცით? ესპანეთში 1975 წელს გარდაცვლილი ფრანცისკო ფრანკოს ნეშტი 2019 წლამდე ინახებოდა Valle de los Caídos-ის მავზოლეუმში. კუმსუსანის მზის სასახლე - კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ირის საფლავი ფხენიანში. მავზოლეუმის მოპირდაპირედ არის რევოლუციური მემორიალური სასაფლაო, სადაც კიმ ჩენ სუკი, კიმ ილ სენის მეუღლეა დაკრძალული. ანიტქაბირი- თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი. კომპლექსში შედის არა მხოლოდ მავზოლეუმი, არამედ პარკი მუზეუმით. ათათურქის მავზოლეუმს რეგულარულად სტუმრობენ ოფიციალური პირები. მაო ძედუნის მავზოლეუმი პეკინში, ტიანანმენის მოედანზე. მემორიალური კომპლექსი მოიცავს 57 ათას კვადრატულ მეტრ ფართობს. ჩინეთში კიდევ ერთი მავზოლეუმია. ჩინეთის დემოკრატიული რევოლუციის ლიდერმა სუნ იატ-სენმა, რომელიც გარდაიცვალა 1925 წელს, ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერის, ვლადიმერ ლენინის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ანდერძით დაიბარა მისი ბალზამირება და შენახვა სპეციალურ შენობაში ისე, როგორც ბოლშევიკებმა გააკეთეს ლენინთან მიმართებაში მოსკოვში. სოციალისტურ ვიეტნამშიც იხარა ამ იდეამ.. ჩრდილოეთ ვიეტნამის პირველი პრეზიდენტის ხო ში მინის მავზოლეუმი ჰანოიში ბადინის მოედანზე, სადაც 1945 წლის 2 სექტემბერს ხოში მინმა გამოაცხადა ვიეტნამის საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა.. 1237 3-ს მოსწონს
|