x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თალიბებმა ბრძანეს, თავები დააჭრან მანეკენებს

image

ავღანეთში თალიბებმა მაღაზიებში მანეკენებზე თავების მოკვეთა დაიწყეს, რ ადგან ის არ შეესაბამება ისლამის მკაცრ დოგმებს.

დასავლეთის პროვინცია ჰერატის მაღაზიების მფლობელებს უბრძანეს, მოეკვეთათ მანეკენებისთვის თავები მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ეს სტატუები „კერპებია".

კერპთაყვანისმცემლობა ან კერპთა თაყვანისცემა ისლამში მძიმე ცოდვად ითვლება, რომელიც კრძალავს ვინმეს ან რაიმეს თაყვანისცემას გარდა ალაჰისა, რომელიც ითვლება ერთადერთ ღმერთად.

გადაწყვეტილება ამ კვირაში გამოსცა ჰერატის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ, რომელიც პასუხისმგებელია თალიბების მიერ ისლამის მკაცრ შეხედულებებზე.

თავდაპირველად სამინისტრომ დაავალა მაღაზიების მფლობელებს მანეკენები მთლიანად ამოღოთ ხმარებიდან, მაგრამ მეპატრონეებმა დაიჩივლეს, რომ ის მთლიანად გაანადგურებდა მათ მცირე ბიზნესს. საჩივრების მოსმენის შემდეგ, სამინისტროს ხელმძღვანელმა შეიხ აზიზ-უ-რაჰმანმა გადაწყვიტა, რომ მანეკენებისათის თავები მოეკვეთათ.

თუმცა ამ ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ მანეკენების დაზიანება მაინც წარმოადგენს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს იმ დროს, როდესაც ავღანეთის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად ჩამოშლილია. აბდულ ვადუდ ფაიზ ზადამ იტალიურ გაზეთს Repubblica-ს განუცხადა: „მანეკენების თავები უნდა იყოს შეფუთული და არა განადგურებული.

"თითო მანეკენი ღირს 100, 80 ან 70 აშშ დოლარი და მათთვის თავის მოკვეთა უზარმაზარი ფინანსური ზარალი იქნება."

მოჰამედ იუსუფმა კი დასძინა: ”თალიბები არ შეცვლილან, კვლავ იქნება შეზღუდვები.მათ საერთაშორისო აღიარება არ მიუღიათ, მაგრამ თუ მიიღეს, კიდევ უფრო მკაცრ შეზღუდვებს დააწესებენ“.

ზაფხულში თალიბებმა ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს თავიანთი მოსახლეობის შეზღუდვა და თან უცხადებენ მსოფლიოს, რომ მათ „რეფორმა“ მოახდინეს. ქალები და გოგონები მაშინვე ჩაკეტეს საკუთარ სახლებში "უსაფრთხოებისთვის", რადგან თალიბებმა დაიწყეს მათი ხოცვა სამუშაო ადგილებზე და სკოლებში.

ბოლო კვირების განმავლობაში ისლამისტებმა ასევე აუკრძალეს ქალებს შორ მანძილზე მოგზაურობა თანხმლები მამაკაცის გარეშე და თან ბრძანეს, რომ მანქანაში ყოფნისას ქალებს ევალებეთ ჩადრის ტარება. ამასთან, აკრძალეს მანქანში ყველანაირი მუსიკის მოსმენა.

0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0