x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრამპის ახალი ადმინისტრაცია არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობას შეამოწმებს
image

ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა შემოწმდეს.


რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა იყოს შემოწმებული.

რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია: „ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.


"ჩვენ საფუძვლიანად უნდა შევამოწმოთ აშშ-ს მთავრობის დაფინანსება „არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“. ეს არის ოქსიმორონი, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა დოლარების ფლანგვას, მაგრამ რეალური საკითხი უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე უცხოური დახმარებისა და არაკომერციული ჯგუფების შესახებ, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს სასაზღვრო კრიზისს"-წერს X-ზე რამასვამი.



We need to scrutinize U.S. government funding of “non-government organizations.” It’s an oxymoron that represents a waste of taxpayer dollars, but the real problem runs deeper: Americans deserve transparency on opaque foreign aid & nonprofit groups abetting our own border crisis. https://t.co/KiD9ahRLAk

— Vivek Ramaswamy (@VivekGRamaswamy) December 2, 2024




რამასვამს ეთანხმება ილონ მასკიც, მან გააზიარა რამასვამის პოსტი, მოკლე მინაწერით" სრულიად ვეთანხმები".

1
48
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
48
  
3 დეკემბერი, 18:14
ფუუ,ამერიკა რუსეთისკენ მიექანება.გავუუქმოთ სტრატეგიული პარტნიორობა,დავუწესოთ სანქციები ამერიკელებს და გავუუქმოთ უვიზო რეჟიმი.
#ყველაფერი გასაგებია
0 1 1