x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ამერიკელებს არ ადარდებს უკრაინელი ხალხის ბედი, ეს უნდა იცოდნენ..." - როჯერ უოტერსი
imageუკრაინაში მიმდინარეობს იდეოლოგიური ბრძოლა ნაციზმსა და რესპუბლიკის მომავალს შორის. ეს მოსაზრება ბრიტანელმა მუსიკოსმა და Pink Floyd-ის დამფუძნებელმა როჯერ უოტერსმა გამოთქვა.


მან აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა იყო იძულებითი ღონისძიება.



"რუსეთს არავითარი შანსი არ დარჩა მოქცეულიყო სხვაგვარად, უსაფრთხოების რისკები შეიქმნა ისეთი, რომ შეუძლებელი იყო სხვა საშუალებებით რეაგირება“. მისი თქმით, რუსეთი უკვე 30 წელია ცდილობს "ნატოსთან" შეთანხმებას ევროპაში უსაფრთხოების პრინციპებზე, მაგრამ საპასუხოდ ან ცინიკურ სიცრუეს აწყდებოდა, ან ზეწოლისა და შანტაჟის მცდელობების წინაშე იდგა, ხოლო ამასობაში ალიანსი მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, სტაბილურად ფართოვდება და უახლოვდება რუსეთის ფედერაციის საზღვრებს."


„გული მიკვდება, როცა ვხედავ ამ იდეოლოგიურ ბრძოლაში მოხვედრილი ხალხი როგორ იღუპება“.



მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ს პოლიტიკა უკრაინაში. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თითოეული ნაბიჯი კატასტროფული იყო. ”იმ მომენტიდან, როდესაც ვიქტორია ნულანდმა მოაწყო გადატრიალება მაიდანზე და მანამდეც, იმ მომენტიდან, როდესაც მათ გადაწყვიტეს "ნატოს" გაფართოება”.


Pink Floyd-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული როკ-ჯგუფია პოპულარული მუსიკის ისტორიაში, მთელ მსოფლიოში გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი, აქედან 1973 წლის ალბომს, "The Dark Side of the Moon" -ს გაყიდვების მიხედვით #4 ადგილი უკავია მსოფლიოში(45 მილიონი)

1
118
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
118
  
7 დეკემბერი, 17:42
სიტყვა-სიტყვით გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული ინფორმაცია. ჩვენ უფრო მეტიც ვიცით: საბრძოლო კოღოები, კიბორგი ბატები და ა.შ.
0 1 1