რელიგია აშშ-ი ეკლესიამ მრევლს უფლის სიყვარულის დასტურად ავტომობილები დაურიგა 2018, 13 მარტი, 18:55 მერილენდის(აშშ) ქრისტიანულმა ეკლესიამ მრევლისთვის გაათამაშა ხუთი მეორადი ავტომობილი.
ChristianPost-ის ინფორმაციით, ეკლესიის ასეთი პიარ-ნაბიჯის შემდეგ წირვაზე 2250 ადამიანი დაესწრო, როდესაც ჩვეულებრივად ეკლესიაში ლოცვებზე მაქსიმუმი 1100 კაცზე მეტი არ იკრიბება. პასტორის განცხადებით, ღონისძიების მიზანი იყო ეჩვენებინა მრევლისთვის ეკლესიის გულუხვობა.ხუთი მეორადი ავტომობილი ლატარეას მეშვეობით გათამაშდა:Chevy Cruze, Toyota Corolla, Nissan Sentra, Ford Escape და Dodge Journey. ეკლესიამ მანქანების შეიძინა იმ ფონდიდან, რომელსაც შემოწირულობის სახით იღებს, როგორც ეკლესიის პასტორმა განაცხადა, ეს არის ფონდის მეათედი ნაწილი. აქციას კრიტიკოსებიც გამოუჩდნენ, ნაწილმა ისიც აღნიშნა, რომ ეკლესიას ამ გზით "მრევლის მოსყიდვა სურს", თუმცა მათ საპასუხოდ პასტორმა სტეფან ჩენდლერმა (Stephen Chandler )განცხადა:"ეს არის მოწყალების აქტი და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ეკლესიიდან გამოდინარე უფალს უყვარს მრევლი, ამის შემდეგ ვინმე იტყვის, რომ ღმერთს არ უყვარს ისინი?" 63 9-ს მოსწონს
|