რელიგია მუსულმანის და ქრისტიანის ძმობის გასაოცარი ისტორია 8 ივნისი, 15:01 ეს ფოტო ფართოდ გავრცელდა დასავლურ ინტერნეტში.
უსინათლო მუსლიმი, სახელად მუჰამედი, ზურგით ატარებს თავის საუკეთესო მეგობარს სამირს, ქრისტიან პარალიზებულ ჯუჯას. ფოტო გადაღებულია დამასკოში 1889 წელს., რომელიც მაშინ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო. ფოტო გამოქვეყნდა Egypt Independent-ში, ხოლო ამ ამბის სიუჟეტი საინტერესო და დრამატული გამოდგა. ისიც კი გასაკვირია, რატომ არ გადაიღეს ფილმი მათ შესახებ. დღესდღეობით არავინ იცის, თუ რამ დააკავშირა ერთმანეთთან მუჰამედი და სამირი, თუმცა-კი ცნობილია, რომ მუჰამედმა თვალის სინათლე პატარაობაში დაკარგა, ხოლო სამირი, რომელსაც მოგვიანებით დამბლამ მთელი სხეული წაართვა, იმთავითვე ჯუჯა დაიბადა.ისინი ობლები იყვნენ და მრავალი წლის განმავლობაში ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდნენ.მათთვის ერთი იყო სიხარული და ერთი იყო ტკივილი. ყოველ დილით მუჰამედი ზურგზე შემოისვამდა თავის ერთგულ მეგობარ სამირს და ქალაქების ქუჩებში დაეხეტებოდა, რათა ამ დაუნდობელ სამყაროში რომელიმე კეთილი და ღვთისნიერი ადამიანისგან დაუმადლებელი ლუკმა-პური მიეღოთ.საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მუჰამედი და სამირი არა მხოლოდ უერთგულესი მეგობრები, არამედ ერთმანეთის თვალები და ფეხებიც კი იყვნენ (და ალბათ ხვდებიც კიდეც რატომ).როგორც ამბობენ, როდესაც სამირი გარდაცვლილა, მუჰამედი იმდენად დაუმწუხრებია მეგობრის სიკვდილს, რომ სამირის გარდაცვალებიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, საშინელი ჯავრისაგან თავადაც გამოთხოვებია წუთისოფელს. მუჰამედისა და სამირის შესახებ გავრცელებული რეალური ისტორია ბრწყინვალე მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ იდილიურ ურთიერთობაში ერთად სხვადასხვა ეროვნების წარმომავლობისა, თუ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მქონე ადამიანებმა; თუ როგორ უნდა გაუწოდონ ერთმანეთს ხელი დასახმარებლად, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რწმენისა. 93 3-ს მოსწონს
|