ბიოგრაფია როგორ გამოექცა ქართველი მსახიობი ქალი მოძალადე ქმარს, რომელზეც დედამ ძალით დააქორწინა 2018, 13 მარტი, 14:20 ქალზე ძალადობა საქართველოში დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს და ამ კუთხით წლების განმავლბაში სხვადასხვა ორგანიზაციები თუ უბრალოდ მოქალაქეები ცდილობენ ამ პრობლემის პრევენციას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა უფლებების დაცვას. ქალზე ძალადობა ბოლო წლების მანძილზე ერთგვარ ყბადაღებულ თემად იქცა საზოგადოებაში და ხშირად ბევრი ადამიანი, მათ შორის თავად ქალები ამაზე ქილიკობენ კიდეც.
![]() საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1863 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონ სოფელ კოშკაში დაიბადა. მამამისი ღარიბი აზნაური ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იყო, ხოლო დედა - დიდგვაროვანი ოჯახის შვილი მარიამ მხარგრძელ-ფავლენიშვილი. 16 წლის იყო, როცა მისმა ფუფუნების მოყვარე დედამ გადაწყვიტა ცოლად მასზე ბევრად უფროსს, უსაქმურსა და უკვე გაღარიბებულს, თუმცა დიდგვაროვანი ოჯახის შვილს გიგა მაჩაბელს გაჰყოლოდა. ელისაბედს მასზე დაქორწინება არ სურდა ამის გამო დარდისგან ლოგინადაც ჩავარდა, თუმცა დედამისს და მეტიჩარა მაჭანკლებს მისი ბედი უკვე გადაეწყვიტათ. ![]() ![]() ელისაბედ ჩერქეზიშვილი 1948 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 206 4-ს მოსწონს
|