მიშელ ჯენეკკე ავსტრალიელი მორბენალი გოგონა, ვისმა სტარტისწინა "ცეკვამ" ინტერნეტი "ააფეთქა"
უკვე მსოფლიოში ცნობილი ავსტრალიელი მორბენალი მიშელ ჯენეკკე დაიბადა ავსტრალიის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარე შტატში, ქალაქ ახალ სამხრეთ უელსში 1993 წლის 23 ივნისს.
გოგონა ბავშვობიდანვე დაინტერესდა სპორტით, სკოლაში თამაშობდა ფუტსალს და ხელბურთს, თუმცა მისი დაინტერესების მთავარი სფერო გახდა ათლეტიკა, კერძოდ კი 100 მეტრზე რბენა დაბრკოლებათა გადალახვაში.
მშობლებმა გოგონა მიიყვანეს მსუბუქი ათლეტიკის სპეციალიზირებულ სკოლაში, სადაც მისი პირადი მწვრთვნელი გახდა მიკ ზისტი. აღნიშნული მწვრთვნელის სწორმა მეთოდებმა მიშელს მალე მოუტანა პირველი მედალი.
მისმა გამარჯვებებმა ავსტრალიის იუნიორების შეჯიბრებებში, ორგზის ავსტრალიის ჩემპიონობამ მას მისცა ბიძგი გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, სადაც რამდენიმე სხვადასხვა ხარისხის მედალი აიღო. მისვლა გამოსვლამ ბარსელონაში კი ფურორი მოახდინა, 172 სმ სიმაღლის მძლავრი აღნაგობის მიშელის თავისებურმა "ცეკვამ" სტარტის წინ და მასზე ამ მომენტში გადაღებულმა კადრებმა ინტერნეტი "ააფეთქა".
მისი მონაცემებით სირბილში დაბრკოლებათა გადალახვაში და ამ დროს ნაჩვენები დროით, მიშელი მეორეა ავსტრალიაში ამ სპორტის სახეობის არსებობის მანძილზე.
2012 წელს რამდენიმე თვე გაატარა ერთერთ სკოლა–ინტერნატში ტანზანიაში, სადაც უფასოდ ეწეოდა ბავშვების მომზადებას და პარალელურად მაშველადაც მუშაობდა.
მიშელმა წარმატებით დაამთავრა სიდნეის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით.
მიშელი ასევე წარმატებული ფოტომოდელი გახდა, ხშირად უწევს რეკლამას ამა თუ იმ ბრენდს.
ერთხელ ცნობილ ბრიტანულ ავტო შოუში ჯერემი კლარკსონსაც შეეჯიბრა, მართალია სპორტულმა მანქანამ აჯობა მიშელს, მაგრაც რაც საჭირო იყო შოუს შესაქმნელად ეს უკვე შედგა.
მაგრამ მისი მთავარი საზრუნავია ის სფერო, სადაც წლებია მოღვაწეობს, თვითონაც ვარჯიშობს და თავის ქალაქში მცხოვრებ სპორტის ამ სახეობით დაკავებულ მოზარდებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.