როგორ გამოიყურებიან სხვადასხვა სტილით მებრძოლი ქალები ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ
ქალებმა მამაკაცების პარალელურად კარგა ხანია საპატიო ადგილი დაიკავეს საბრძოლო ხელოვნების უამრავ სტილში, როგორც წარმატებულმა სპორცმენებმა.
ზოგადად ქალი მამაკაცზე ნაკლებად აზარტული არაა ბუნებით და ამას რინგზე თუ ოქტაგონზე დიდი ხანია რაც ამტკიცებენ სუსტი სქესის წარმომადგენლები, რომელთა ბრძოლის შემყურე ნამდვილად ვერ იტყვით, რომ სუსტი და ნაზი ადამიანების ბრძოლას უყურებთ.
ქალთა სპორტის ისეთი სახეობები, რომელიც ხელჩართული ბრძოლის სტილებს წარმოადგენს ბუნებრივია ბრძოლის შემდეგ თავის კვალს ტოვებს მებრძოლების სახეზე და ტანზე.
თუ "მიბეგვილი" მამაკაცის დანახვას სპორტის ძალისმიერი სახეობების გულშემატკივრები უკვე მიეჩვივნენ, ძლიერად ნაცემი ქალების დანახვაზე ბევრს ცუდი განწყობა ეუფლება ხშირ შემთხვევაში და ეს გასაგებია აღსაქმელად.
ქალთა ძალისმიერი სპორტის სახეობებს პრესა და მედია მამაკაცების ბრძოლებზე ნაკლები სიმძაფრით არ აშუქებს. ქალი სპორცმენების მიმართ ხშირად აგრესიის გამოხატვა დაუფარავად ხდება, საზოგადოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ ამგვარი ორთაბრძოლები არაა ქალის საქმე.
ამ სურათების ნახვის შემდეგ მათ ვერ გაამტყუნებთ.
ზედა სურათზე ებანი ბრიჯესია IBF-ს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი უმსუბუქეს წონაში, ბრძოლამდე და ბრძოლის შემდეგ.
ჯოანა ენჯეიჩიკი, , სოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი ტაივანურ კრივში მოყვარულთა შირის IFMA-ს ვერსიით.
ვეილი ჩჟანი, UFC-ის ვერსიით ორგზის მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, ქალების მინიმალურ წონით კატეგორიაში.
ანტონინა შევჩენკო, რამდენიმე საბრძოლო სტილში მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი.
ვალენტინა შევჩენკო, ოფიციალურად იკავებს მესამე ადგილს UFC-ის საუკეთესო ქალ მებრძოლთა შორის, წონითი კატეგორიების დაყოფის გარეშე.
არიანა ლიპსკი, KSW-ს ყოფილი ჩემპიონი უმსუბუქეს წონაში. სადღეისოდ მონაწილეობას იღებს UFC-ის უმსუბუქეს წონით კატეგორიაში.
მირიამ გუტიერესი, WBA-ს ვერსიით დროებითი მსოფლიო ჩემპიონი 2019 წლიდან.
ვალერი ლეტურნო, შერეული სტილის მებრძოლი უმსუბუქეს წონაში Bellator MMA-ში და UFC-ში.
შეიენ ჰენსონი, ММА-ს მებრძოლი.
ასტრიდ ბესტი, OnlyFans-ის ვარსკვლავი, რომელიც შერეული სტილის ბრძოლების აქტიური მებრძოლიცაა.