x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მაიკ ტაისონმა ჯეიკ პოლისაგან დაპირებული 5 მილიონი მიიღო, რადგან მან ვერ შესძლო მაიკის ნოკაუტირება

image
როგორც იცით ნოემბერში ჩატარდა ერთერთი ყველაზე გახმაურებული შოუ კრივის ისტორიაში.
58 წლის პროფესიული კრივის ლეგენდა მაიკ ტაისონი შეხვდა შომენ, ბლოგერ და პროფესიონალ მოკრივე ჯეიკ პოლს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა, ტეხასის შტატში, არლინგტონში.
ზოგადად პროფესიონალი მოკრივეების მიერ აღებული ჰონორარის შესახებ თავად მოკრივეები საუბარს ყოველთვის ერიდებიან, მაგრამ უშუალოდ შეხვედრის ორგანიზატორებმა თქვეს, რომ ჯეიკ პოლმა მიიღო 40 მილიონი დოლარი, ხოლო მაიკ ტაისონმა მისი ნახევარი-20 მილიონი დოლარი.
არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ტაისონმა ეს შეთავაზება მიიღო მხოლოდ ფულის გამო, მართალია მან საკმაოდ გამოასწორა თავისი ფინანსური მდგომარეობა, რადგან ის გადაიღეს კინოში, იწვევენ შოუებში, იღებენ სარეკლამო რგოლებში, მაგრამ ფული ზედმეტი არასდროს არაა.
თან პოლმა ბრძოლის წინა შეხვედრისას ტაისონს უთხრა, რომ თუ პოლი ნოკაუტით ვერ დაამარცხებდა ტაისონს, ის ტაისონს დამატებით 5 მილიონ დოლარს საკუთარი ჰონორარიდან გადაუხდიდა.

შეხვედრა შედგა, სადაც აშკარად ჩანდა, რომ კონტრაქტის შესაბამისად ეს შეხვედრა არ უნდა მოეგო ტაისონს, ბევრი რაკურსით იქნა ეს შეხვედრა გაშუქებული და ცხადზე უცხადესია, რომ "რკინის მაიკს" არც კი უცდია მისი სატიტულო დარტყმა განეხორციელებინა, მეტიც მძლავრად მოქნეული მუშტი რამდენიმეჯერ შეაჩერა პოლის სახესთან. ეს იყო შოუ, სადაც "გაიმარჯვა" შოუმენმა მსაჯების ერთობლივი გადაწყვეტილებით: 80-72, 79-73 და 79-73.
ჯეიკ პოლმა ჰონორარის სახით მიიღო 40 მილიონი დოლარი, ხოლო ტაისონმა 20 მილიონი, მაგრამ როგორც გაირკვა ჯეიკ პოლმა დანაპირები შეასრულა და ტაისონს საკუთარი ჰონორარიდან დამატებით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა, რადგან მან ვერ შესძლო ტაისონის ნოკაუტით დამარცხება.
ერთი სიტყვით აღნიშნული შეხვედრიდან მაიკმა მიიღო 25 მილიონი დოლარი, რაც დამეთანხმებით 58 წლის ლეგენდარულ მოკრივეს, სიცოცხლის ბოლომდე კომფორტულად ცხოვრების საშუალებას მისცემს.

0
175
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0