ილონ მასკმა განაცხადა, რომ მან დაამთავრა მოლაპარაკებები მარკ ცუკერბერგთან გასამართი ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით.
ეს ორი მილიარდელი და ზე წარმატებული ბიზნესმენი ერთმანეთთან თავის ძალებს გამოცდის საბრძოლო რინგზე ან ოქტაგონზე, ჯერ არაა დაზუსტებული ამ ორიდან რომელს მიანიჭებენ მოწინააღმდეგეები უპირატესობას.
ცნობილია მხოლოდ ერთი რამ-მასკის თქმით ბრძოლა ჩატარდება "ეიკური ადგილი", რომლის ფონი იქნება "ანტიკური რომი".
აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით მილიარდელებს შორის ბრძოლა გაიმართება კოლიზეუმში.
ბრძოლის ჩატარების სავარაუდო თარიღად გამოცხადდა 26 აგვისტო.
ამ ეტაპზე ორივე ბიზნესმენი ინტენსიურად ვარჯიშობს მოქმედი მებრძოლების ზედამხედველობით, ფიზიკურად მარკ ცუკერბერგიც და ილონ მასკიც კარგ ფორმაში არიან, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ ისინი ბრძოლის დროს.
მილიარდელებს შორის ბრძოლის კადრები პირდაპირი ეთერით იქნება გადმოცემული სოციალური ქსელებით "X" (ყოფილი ტვიტერი) და "Meta"-თი (ფეისბუქი და ინსტაგრამი).
სურათზე მარკ ცუკერბერგია თავის მწვრთვნელებთან, ხელჩართული ბრძოლის ოსტატებთან იზრაელ ადესანიასთან და ადექსანდრე ვოლკანოვსკისთან ერთად.
საინტერესოა კრივის წესებით იბრძოლებენ მილიარდელები თუ შერეული ბრძოლის სტილში, დაველოდოთ 26 აგვისტოს და მოვლენების განვითარებას შესაბამისად.