სხვა ნატალია პოლოსენკო - სპორტსმენი გოგონა, რომელიც ამავე დროს უკრაინის შსს-ს სპეცრაზმის წარმატებული ოფიცერია 2023, 4 სექტემბერი, 19:12 ეს გოგო, გაბრაზებული სახით, რომ გვიყურებს წარმატებული სპორცმენი და კიდევ უფრო წარმატებული, პოლიციის სპეცრაზმის ოფიცერი ნატალია პოლოსენკო გახლავთ. გოგონამ 2015 წელს დაამთავრა სკოლა და რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ასე გამოიყურებოდა. ეს სურათი კი მაშინაა გადაღებული როცა ის ფიზკულტურის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც სპორტის რამდენიმე სახეობაში სწრაფად გახდა წარმატებული და პოპულარული. ნატალია გახდა კრივში სპორტის ოსტატობის კანდიდატი, გახდა შავი ქამრის მფლობელი კარატეში. ამავე დროს პროფესიონალურ დონეზე დაიწყო ვარჯიში ბოდიბილდინგში, რამაც ერთ დროს სიფრიფანა გოგოს სხეულის ფორმა საკმაოდ შეცვალა. ნატალია ასევე შედის უკრაინის ეროვნულ ნაკრებში ბაგირის გადაძალვაში. ნატალია ჟიტომირის ოლქში ქალაქ კოროსტენში დაიბადა, თუმცა მის ბავშვობაზე ბევრი არაფერია ცნობილი, სპორტული წარმატებების და სწავლის პერიოდის გარდა. ამჟამად ნატალია "პაუერლიფტინგით" ანუ ძალოსნობით და ბოდიბილგინგითაა დაკავებული. გოგონა მისი მონაცემების წყალობით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიევის სპეციალური დანიშნულების პოლკში მიიღეს, სადაც დღემდე ოფიცერია. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ ამ გოგოს დამნაშავე ნამდვილად ვერ გაექცევა, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ნატალია საბრძოლო ხელოვნების ცოდნის პარალელურად სროლაში რამდენიმეგზის გამარჯვებულიცაა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან. ასე გამოიყურება ნატალია ფორმით და უფორმოდ. 515 6-ს მოსწონს |