პროფილაქტიკა 8 ყოველდღიური აქტივობა, რომელიც აზიანებს ხერხემალს 2018, 8 მარტი, 0:52 ხერხემალი ადამიანის საღერძე ჩონჩხის ძირითადი ნაწილია. ხერხემალი შედგება 34 მალისგან. მალები ძალიან მოქნილია და იცავს ზურგის ტვინს, საყრდენს უქმნის თავს და მიმაგრების წერტილებით უზრუნველყოფს მენჯისა და გულმკერდის ყაფაზის მდგრადობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ასაკში იზრუნოთ ხერხემალზე.
სტატიაში გთავაზობთ 8 ყოველდღიურ აქტივობას, რომელიც შესაძლოა სახიფათო იყოს თქვენი ხერხემლისთვის. 1. ზურგჩანთის ტარებაზურჩანთებს მხოლოდ სკოლის მოსწავლეები კი არა, ზრდასრულებიც ატარებენ. მძიმე ჩანთას და მის არასწორად დაჭერას კი ნეგატიური ეფექტი აქვს ხერხემალზე. როგორ ავიცილოთ პრობლემა ➤ საბედნიეროდ, ზურგჩანთას ორი ღვედი აქვს. გამოიყენეთ ორივე!➤ უპირატესობა მიანიჭეთ ფართო და რბილღვედიან ზურგჩანთებს. ასეთი ღვედები კისერზე და ხერხემალზე დაწოლის წნევას ამცირებს. 2. კბილების გახეხვაროცა ვდგავართ, ხერხემალზე წნევა გაცილებით მეტია, ვიდრე მაშინ, როცა ვსეირნობთ. თუ დღეში 4 საათი დგომა გიწევთ, უნდა იპოვოთ რამე გზა, რომ შეამსუბუქოთ ხერხემალზე დაწოლის წნევა. როგორ ავიცილოთ პრობლემა ➤ როცა კბილებს იხეხავთ, თავისუფალი ხელით მიეყრდენით კედელს.3. ჭურჭლის რეცხვაჩვეულებრივ, ჭურჭლის რეცხვის დროს ნახევრადმოხრილ პოზაში ვდგავართ, რაც მხრების ტკივილს იწვევს. როგორ ავიცილოთ პრობლემა ➤ რეცხვის დროს ცალი ფეხი სკამზე ან ტაბურეტზე დადგით. ეს დაწოლის წნევის შემცირებაში დაგეხმარებათ.4. მანქანის ბორბლის გამოცვლათითქმის ყველა მანქანის მფლობელი ყოფილა იძულებული, ერთხელ მაინც გამკლავებოდა ამ პრობლემას. ალბათ, მთელი დარჩენილი დღის განმავლობაში ზურგის ტკივილი გაწუხებდათ. როგორ ავიცილოთ პრობლემა ➤ არ მოიხაროთ. ჩაჯექით ისე, რომ პირდაპირ უყუროთ ბორბალს.5. სუპერმარკეტში ნაყიდი ნივთების წამოღებასუპერმარკეტში პროდუქტის შეძენის შემდეგ მეორე პარკიც აიღეთ და პროდუქტი თანაბრად გადაანაწილეთ, ეს თქვენს ხერხემალს ზედმეტი წნევის დაწოლისგან დაიცავს. როგორ ავიცილოთ პრობლემა ➤ გახსოვდეთ, მძიმე საგნები დაბლა დაშვებულად უნდა გეჭიროთ. როგორც წესი, ქალებისთვის "მძიმე" 2 კილოგრამზე მეტს ნიშნავს, კაცებისთვის კი - 5 კილოგრამზე მეტს. ➤ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წონა ორივე ხელზე თანაბრად გადაინაწილოთ.
|
იხილეთ ლინკი: https://previews.123rf.com/images/photoroad/photoroad1502/photoroad150200294/36258553-floor-swab.jpg