საზოგადოება ქეთა თოფურია: „საქართველოს დედა სააკაშვილმა მოუტ@ნა და არა პუტინმა, არ ვიცნობდე მაინც ამ გიჟს“ 2018, 5 მარტი, 11:24 ქართველი მომღერალი, რუსული ჯგუფის „ა-სტუდიოს“ სოლისტი ქეთა თოფურია რუსთავი 2-ს გენერალური დირექტორისა და საზოგადოების შეშფოთებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ინსტაგრამზე პასუხობს.
.
„ხალხნო, იმენა ბრმა კლოუნები ხართ, დედა საქართველოს სააკაშვილმა მოუტ@ნა და არა პუტინმა. მე მაინც არ ვიცნობდე პირადად გიჟს. რო არ იცით დეტალები გაჩუმდით მაინც. ანუ მე სულ ვცდილობ რო ვიყო პოლიტიკისგან შორს. მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გავბრაზდი რო ესეთი რეაქცია მოყვა იმას რო წადით არჩევნებზეო დავწერე. იქნება და წადით და პუტინისგან დაიხსენით თავიო მაგას ვგულისხმობ??? იმასაც ვერ ხვდებით რო თუ არ წავლენ უფრო გაუადვილდებათ გაყალბება. და კი არ მეშინია მე ჩემი პოზიციის. ეხლავე გაგაგებინებთ რო ჩემი აზრით დღესვე სხვა რო აირჩიონ რუსეთში ცხოვრება იქნება შეუძლებელი აქ ისეთი ამბავი ატყდება თქვენ რო არ დაგესიზმრებათ 2008 იქნება სიზმარი, ამიტომ სანამ რამეს დაწერთ გაერკვიეთ მაინც, ბლიად!“ - წერს ქეთა თოფურია.
.
შეგახსენებთ, გუშინ გამოქვეყნებულ სტატუსში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამჯერად რუსეთში მოღვაწე ქართველ მომღერალს ქეთა თოფურიას უპირისპირდება და მას სამშობლოს მტერს უწოდებს. ის ამბობს, რომ მისი ტელეკომპანიის ეთერში ეს მომღერალი დაიბლოკება.
.
„პირდაპირ ვთქვათ - ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მოვუ@ყან დედა.“
.
გვარამიას გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ქეთა თოფურიამ სოციალურ ქსელში რუსეთის მოქალაქეებს აპრილში დაგეგმილ საპრეზიდეტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
.
ამავე თემაზე: გვარამია ქეთა თოფურიას: „ეს ქალი საქართველოს მტერია და ამის ეთერში გამომყვანს მოვუ@ყან დედა“
.
138 შეფასება არ არის
|