x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
20 მარტი – ბედნიერების საერთაშორისო დღეა

3 მარტიც გავიდა და 8 მარტიც. თუმცა, გაზაფხულის პირველი თვის დღესასწაულები ამით არ ამოწურულა. ამ თვეში, კიდევ ერთი საერთაშორისო დღე არის, რომელსაც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ.

ყველას, სოციალური სტატუსის, რასის, სქესის, თუ ასაკის მიუხედავად, აქვს სურვილი ბედნიერი იყოს. ვიღაცისთვის ბედნიერება ჯანმრთელობას ნიშნავს, ვიღაც, სიყვარულზე და მტკიცე ოჯახზე ოცნებობს, ვიღაცისთვის ფინანსური უზრუნველყოფა არის მნიშვნელოვანი...


image image2012 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, №66/281 რეზოლუციით, 20 მარტი ბედნიერების საერთაშორისო დღედ (International Day of Happiness) გამოაცხადა, რითაც მხარი დაუჭირა იდეას, რომ ბედნიერებისკენ სწრაფვა არის საერთო გრძნობა ჩვენი პლანეტის ყველა ადამიანისთვის. გარდა ამისა, როგორც ზეიმის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მათ სურდათ, რომ ადამიანებისთვის მიენიშნებინათ, რომ ბედნიერება კაცობრიობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი არის. ამასთან დაკავშირებით, გეო-მ მოუწოდა ყველა ქვეყანას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა თითოეული ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიმართულებით და რეკომენდაცია მისცა ორგანიზაციის ყველა წევრ-სახელმწიფოს, საერთაშორისო, თუ რეგიონალურ და ასევე სამოქალაქო საზოგადოებებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს და კერძო პირებს, შესაბამისად აღნიშნონ ბედნიერების დღე. ხოლო ზეიმზე, გასართობ ღონისძიებებთან ერთად, საგანმანათლებლო ღონისძიებებც ჩაატარონ.

ბედნიერების საერთაშორისო დღეს, ადამიანებმა ერთმანეთს უნდა გაახსენონ, რომ პლანეტაზე ყველას, ერთი ოცნება, – უბრალო ადამიანური ბედნიერებისკენ სწრაფვა აერთიანებს.

imageimageimage

imageსაინტერესოა, რომ ბედნიერების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატით, ერთი პატარა სახელმწიფო — ბჰუტანი (Bhutan) გამოვიდა. ითვლება, რომ ბჰუტანის სამეფოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ დედამიწაზე — ისინი ჩემპიონები არიან მთლიანი ეროვნული ბედნიერება კოეფიციენტის (Gross National Happiness Index) მიხედვით, 151 ქვეყანას შორის (2010 წლის მონაცემებით, ქვეყანაში უმრავლესობა თავს ბედნიერად მიიჩნევს და მხოლოდ 10% განაცხადა, რომ უბედურ იყო). ამ ქვეყანაში, ქვეყნის ეკონომიკა არა მთლიანი შიდა პროდუქტით ფასდება, როგორც ჩვენთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყნებში, არამედ, მთლიანი ეროვნული ბედნიერებით. ბჰუტანში განხორციელებული ყველა სახის რეფორმა, ადამიანის კეთილდღეობის და მისი გარემო პირობების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. ბჰუტანის სამეფოში ბედნიერებუს სამინისტროც კი არის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერების დონე, «ბედნიერების საერთაშორისო კოეფიციენტით» იზომება და მის გამოსათვლელად, ქვემოთ მოცემული ფორმულით სარგებლობენ:

image

ფორმულის მიხედვით, «ბედნიერების კოეფიციენტის» გამოსათვლელად, ადამიანის ცხოვრების ხარისხის მაჩვენებელი (ცალკეული მოქალაქის ცხოვრებით კმაყოფილების დონე) ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო მაჩვენებელზე მრავლდება და ეკოლოგიურ მაჩვენებელზე (იგულისხმება ზარალი, რომელიც ბუნებას მიადგა, მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნისას) იყოფა.

რაც შეეხება, მთლიანი ეროვნული ბედნიერების ძირითად პრინციპებს, ის შემდეგში მდგომარეობს:

I. სამართლიანი და თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება (ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ჯანმრთელობის დაცვა, განათლება და ყველა სიკეთე);

II. კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა და გაგრძელება;

III. გარემოზე ზრუნვა;

IV. ხელისუფლების ყველა ორგანოს კოორდინირებული, ერთმანეთთან შეთანხმებული მოქმედება.

image

და ბოლოს, ქვემოთ წარმოდგენილია რუკა, რომელზეც გასული წლის კვლევის შედეგები არის ასახული (ქვეყნები ნაცრისფერი შეფერილობით, კვლევაში არ მონაწილეობდნენ):imageimageimage

imageimage
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:image40 წლის იუბილე – რატომ არ აღნიშნავენ და როგორ მოვატყუოთ ბედისწერა?

ღია ბარათების ისტორია


0
71
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0