საზოგადოება ბარათაშვილის ხიდის ქვეშ სატვირთო ავტომანქანა გაიჭედა 2018, 1 მარტი, 14:05
თბილისში, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ სატვირთო ავტომანქანა გაიჭედა, რომელსაც სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მძიმე ტექნიკა გადაჰქონდა. ინციდენტის შედეგად მოძრაობა დროებით შეფერხდა. ამ ფაქტის ამსახველი ფოტოსურათი მგზავრებმა ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო, რომელმაც ვითარება განმუხტა. 117 2-ს მოსწონს
|