x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჩაქვში, შავ ზღვაში იშვიათი „ზღვის ეშმაკი“ აღმოაჩინეს
image


ჩაქვის შავი ზღვის აკვატორიაში იშვიათი თევზის სახეობა – ზღვის ეშმაკი აღმოაჩინეს. ამ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროც ადასტურებს. ფოტოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ზღვის ეშმაკის“ სიგრძე 150 სმ-ს, ხოლო წონაში 20 კილოგრამს აღწევს. ის წვრილი და მსხვილი თევზებით იკვებება.


თევზის ეს სახეობა საქართველოში ხმელთაშუა ზღვის აუზიდან აღწევს. შავი ზღვის სიღრმისეული ფენები 130 მეტრი სიღრმის ქვევით გოგირდწყალბადით არის გაჯერებული. თევზის საქართველოში მოპოვება კი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფაქტია, განმარტავენ სპეციალისტები.


მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის განმარტებით, ეს შემთხვევა იშვიათი იმითია, რომ „ზღვის ეშმაკი“ მსოფლიო ოკეანის სიღრმისეული ფენების ბინადარია, შავ ზღვაში თევზის ეს სახეობა იშვიათად გვხვდება.



„ზღვის ეშმაკი“ პირველად 1955 წელს ბათუმის მახლობლად მოიპოვეს, მისი ფიტული დღეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. მოგვიანებით „ზღვის ეშმაკის“ ერთი ეგზემპლარი მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა 2008 წელს ფოთის აკვატორიაში მოიპოვეს და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.


imageimage

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0