x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138448
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512073
საინტერესო ცნობები ჰალიკარნასის მავზოლეუმზე
ჰალიკარნასის მავზოლეუმი ძვ. წ. IV საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობას საუკუნო დიდება ხვდა წილად.


image


მავსოლეს მიერ განხორციელებულმა ამბიციურმა სამშენებლო პროექტებმა ჰალიკარნასი ეგეოსის ზღვის ულამაზეს ქალაქად აქცია.


353 წელს, მავსოლეს სიკვდილის შემდეგ, მშენებლობას მისი მეუღლე და ტახტის მემკვიდრე არტემისია ზედამხედველობდა. არტემისია მშენებლობის დასრულებამდე გარდაიცვალა, მაგრამ მშენებლებმა გადაწყვიტეს დაესრულებინათ ნაგებობა და დაემტკიცებინათ მათი უბადლო ოსტატობა.



image


ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. იქ მდებარე მუზეუმში აკლდამის მრავალი საინტერესო დეტალი ინახება.


ჰალიკარნასის მავზოლეუმის სვეტებს შორის მავსოლეს ოჯახის წევრების ქანდაკებები დგას. დღესდღეობით შემორჩენილია ქალისა და მამაკაცის ორი გიგანტური ქანდაკება, რომლებიც ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ ეს მავსოლესა და არტემიდიას ქანდაკებებია.


image


ასევე, საინტერესოა, რომ მავსოლეს გვამი დაწვეს, ხოლო მისი ფერფლი მიწისქვეშა სამარხში შეინახეს, რის შემდეგაც შესასვლელი მასიური ქვით ჩახერგეს და მიწით დაფარეს. ამის მიუხედავად, მძარცველებმა მაინც შეძლეს სამარხის გათხრა და გაძარცვა. უკანასკნელ წლებში არქეოლოგებმა გადარჩენილი განძის ნაწილი აღმოაჩინეს.


სიტყვით "მავზოლეუმი", რომელიც მავსოლეს სახელიდან მომდინარეობს, დღეს ნებისმიერი დიდი აკლდამა აღინიშნება.


ასევე, დაგაინტერესებთ:


როდოსის კოლოსი-საინტერესო ფაქტები

არტემიდას ტაძარი-ვინ და რატომ გადაწვა იგი? (საინტერესო ცნობები)

ვინ და რატომ ააგო ფაროსის შუქურა? (ყველაზე სასარგებლო ნაგებობა შვიდ სოცრებათაგან)

ვის გამო გადაწყვიტა მეფე ნაბუქოდონოსორ II-მ დაკიდული ბაღების აგება? - საინტერესო და დაუჯერებელი ფაქტები

საინტერესო ფაქტები ზევსის ქანდაკებაზე

გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი

0
808
11-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
808
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0