x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„მე სახლში, უკრაინაში ძალიან მალე დავბრუნდები“ - სააკაშვილი
image


„მე სახლში, უკრაინაში ძალიან მალე დავბრუნდები, გაცილებით ადრე ვიდრე სამი წელია, “ - განაცხადა სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის გადაწყვეტილების საპასუხოდ, რის მიხედვითაც სააკაშვილს ქვეყანაში შესვლა 3 წლით, 2021 წლამდე აეკრძალა.



სააკაშვილის ადვოკატები სასაზღვრო სამმართველოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ რუსლან ჩერნოლუცკიმ ჟურნალისტებს განიცხადა.


„ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან ის იმეორებს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის და ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც უკანონოდ იქნა დაკავებული და გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი.



გატაცების დროს სააკაშვილს ჰქონდა უკრაინაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, შეტანილი იყო სარჩელი დამატებითი დაცვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით, მოქმედებდა უკრაინაში ბინადრობის მოწმობაც. ამიტომ ჩვენ ამას ადმინისტრაციულ სასამართლოში გავასაჩივრებთ, “ - განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0