ისტორია ის საგანია, რომლის შესახებაც ბევრს კამათობენ, იქნება ეს ამა თუ იმ მოვლენის შეფასება თუ ინტერპრეტაცია. მაგრამ, ასეა თუ ისე, ყველა ისტორიკოსი თანხმდება იმაზე, რომ ეს 9 “ფაქტი" სინამდვილეში არაფერია თუ არა მითი. არადა, მათი ადამიანთა უმრავლესობას სჯერა.
1.მითი: ნაპოლეონი დაბალი იყო.
სიმართლე: იმპერატორი დაბალი ნამდვილად არ გახლდათ, მისი სიმაღლე 170 სმ. იყო.
2. მითი: ვინსენტ ვან გოგმა ყური მოიჭრა
სიმართლე: მან მხოლოდ ბიბილოს პატარა ნაწილი მოიჭრა.

3.მითი: აინშტაინი სკოლაში ცუდად სწავლობდა.
სიმართლე: მომავალი ფიზიკოსი კარგად სწავლობდა, მით უმეტეს მათემატიკას და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

4. მითი: თომას ედისონმა ელექტრო ნათურა გამოიგონა.
სიმართლე: ედისონმა მეთოდს მიაგნო, რომ ნათურა მალე არ დამწვარიყო და დიდხანს ემუშავა.

5. მითი:სალიერის მოცარტის შურდა.
სიმართლე:სალიერი იმპერატორის კარზე დირიჟორი გახლდათ და ნამდვილად არ შურდა ღარიბი კომპოზიტორის.

6.მითი: ნიუტონს ვაშლი დაეცა თავზე.
სიმართლე: ვაშლი მის ახლოს ჩამოვარდა და ამ მოვლენამ მიიყვანა უდიდეს აღმოჩენამდე.

7.მითი: მაგელანმა პირველმა შემოუარა დედამიწას.
სიმართლე: მაგელანი გზის ნახევრის გავლის შემდეგ გარდაიცვალა. მისმა ექსპედიციამ დაასრულა მისი წამოწყება.

8.მითი:კლეოპატრა ეგვიპტელი იყო.
სიმართლე:კლეოპატრა მაკედონიური დინასტიის-პტოლემეების შთამომავალი გახლდათ.

9.მითი: მიკი მაუსი უოლტ დისნეიმ მოიფიქრა და დახატა.
სიმართლე:ეს ცნობილი თაგვი სტუდიის მხატვარმა აბ აივერქსმა მოიფიქრა.
