x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ნათელაშვილს დაევალა, ეთერით დაიყვიროს... „ვირი ვარ და ვყვირივარ“... - თეა წულუკიანი
image


იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ლეიბორისტული პარტიის ლიდერს სასამართლო მოუგო და მისი მისამართით საჯაროდ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებების გამო სასამართლომ განცხადებების საჯაროდ უარყოფა დაავალა. ამის შესახებ წულუკიანი ფეისბუკზე იუმორნარევ პოსტს აქვეყნებს.


„ბავშვობაში იყო ასეთი თამაში: „ვირი ვარ და ვყვირივარ“.


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შალვა ნათელაშვილმა ჩემთან სასამართლო პროცესი წააგო. კერძოდ, მას დაევალა, რომ იბერიისა და ტვ პირველის ეთერით „დაიყვიროს“, რომ 2016 წელს ამ კომპანიების შესაბამის გადაცემებში გაკეთებული მისი ჩემთან დაკავშირებული განცხადებები იყო ცილისწამება (ბინა სტრასბურგში თავისი შემოსავლებით არ იყიდა, უყიდეს და ამით იყიდეს და ა.შ.) - წერს თეა წულუკიანი.



image

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0