x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბორჯომის „კუკუშკა“ რელსებიდან გადავარდა - რამდენიმე თვეში ეს მესამე შემთხვევაა
image


ბორჯომ-ბაკურიანის უძველესი მატარებელი „კუკუშკა“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, დღეს დილით რელსებიდან გადავარდა. როგორც ადგილობრივები იუწყებიან, შედეგად არავინ დაშავებულა. მგზავრები ბორჯომიდან ბაკურიანის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ანალოგიური ფაქტი გასულ წელს ორჯერ დაფიქსირდა. წლის ბოლოს მატარებელი კატასტროფას გარაურჩა, რადგან ინციდენტი ხიდთან ახლოს მოხდა და გადავარდნილი მატარებელი მოძრაობას ისევ აგრძელებდა. მანამდე კი მატარებელი რელსებიდან ივნისის თვეში გადავიდა.


„კუკუშკას“ უნიკალური სარკინიგზო ინფრასტრუქტურა 2016 წლის დეკემბერში რეაბილიტირდა, თუმცა პირვანდელი სახე მაქსიმალურად შეუნარჩუნდა.



ვიწროლიანდაგიანი ხაზის ერთერთი უძველესი და უნიკალურია. ხაზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, ექსპლუატაციაში კი 1902 წელს შევიდა.ხალხმა მას “კუკუშკა" შეარქვა, მისი პატარა ზომის გამო. მატარებელი დიდი პოპულარობით სარგებლობს


კუკუშკა უნიკალურია იმითაც, რომ ხიდი, რომელიც დაპროექტებულია გიუსტავ ეიფელის მიერ და ბორჯომში მას "ეიფელის ხიდს" უწოდებენ. ხიდის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო, მდინარე ცემისწყალზე. მონტაჟი განხორციელდა დიზაინერ ბესარიონ ქებურიას მიერ და დასრულდა 1902 წელს.

0
261
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
261
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0