x
image
გვანცა1234
თუ გიყვართ თევზი, შეწყვიტეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია!

თევზი შეიძლება ითქვას ყველაზე ძვირფასი საკვები პროდუქტია დედამიწაზე. იგი სავსეა ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინებით, როგორიცაა ცილები (პროტეინი) და ვიტამინი D. თევზი ასევე არის “ომეგა-3''-ის, ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყარო, რომელიც წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია თქვენი სხეულისა და ტვინისთვის. ასე, რომ თუ გიყვართ თევზი, შეწყვიტეთ რასაც არ უნდა აკეთებდეთ და წაიკითხეთ სტატია! image
1. თევზს შეუძლია შეამციროს გულის შეტევის და ინსულტის რიცხვი
გულის შეტევა და ინსულტი მსოფლიოში ნაადრევი სიკვდილის ორი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. თევზი ზოგადად ითვლება საუკეთესოდ საკვებთა შორის, რომელსაც შეუძლია თქვენი გულისთვის ჯანმრთელობის მოტანა.
გასაკვირი არ არის, რომ მრავალი დაკვირვების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თევზს რეგულარულად მიირთმევდნენ, გულის შეტევით, ინსულტით და სხვა გულის დაავადებებით სიკვდილის რისკი დაბალი აქვთ.
აშშ-ში 40 000-ზე მეტი მამაკაცის ჯანმრთელობის შესწავლისას, იმათაგან, ვინც რეგულარულად მიირთმევდა 1 ან მეტ თევზს კვირაში, გულის დაავადების რისკი 15%-ით ნაკლები იყო.image2. ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების რისკს
თევზი ასევე აუცილებელია თქვენი ტვინისთვის. ამერიკული მედიცინის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული 2016 წლის კვლევის თანახმად, ზომიერად მიღებული ზღვის პროდუქტების მომხმარებლებში, ალცჰაიმერის დაავადების დაბალი რისკი იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც თევზს რეგულარულად მიირთმევდნენ, მეტი რუხი ნივთიეება ჰქონდათ ტვინში, რაც ანელებს თავის ტვინის ფუნქციის გაუარესების პროცესს.image3. კარგია დეპრესიის დროს
თევზი ასევე საოცარია თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ჟურნალმა ფსიქიატრიაში და ნეირომეცნიერებებში აღმოაჩინა, რომ თევზის ცხიმს შეუძლია შეამციროს დეპრესიის სიმპტომები, ანტიდეპრესანტული თვისებების მეშვეობით. image4. უბადლოა მხედველობისა და თვალების ჯანმრთელობისთვის
ჯანდაცვის კვლევისა და ხარისხის სააგენტომ დაადგინა, რომ ომეგა-3, ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა მხედველობისა და თვალის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ეს იმიტომ, რომ ტვინს და თვალებს ომეგა-3 ესაჭიროება, ჯანმრთელობისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის. თევზი კი ამგვარი ცხიმების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა.image5. დაგეხმარებათ უკეთესად ძილში
თუ ძილის პრობლემები გაქვთ, შეიძლება მეტი თევზის მიღება დაგეხმაროთ. ძილის მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, თევზის მირთმევის შემდეგ ბევრ სუბიექტს ძილის ხარისხი გაუუმჯობესდა. მკვლევარებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ეს გამოწვეულია ვიტამინი D-ის მაღალი კონცენტრაციით, რაც კვლევების მიხედვით, ხელს უწყობს ძილს.image6. იგი ებრძვის აკნეს
თუ ჰორმონალური ან მოზრდილთა აკნე გაწუხებთ, თევზი შეიძლება დაეხმაროს თქვენს კანს. “BioMed Central''-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თევზის ქონი სასარგებლოა აკნეს მქონე ადამიანებისთვის კანის გასაწმენდად.image7. ის გამოსადეგია რევმატოიდული ართრიტის თავიდან აცილების მიზნით
თუ თქვენ რევმატოიდული ართრიტით იტანჯებით, რომელიც სახსრების ქრონიკული ანთებაა, მეტი თევზის ჭამამ შეიძლება შეამციროს შეშუპება და ტკივილი. “რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის'' მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ თევზის მოხმარება რეგულარულად, აჩერებს რევმატოიდული ართრიტის დაავადების აქტივობას.image8. იგი ამცირებს კიბოს რისკს
თევზმა შეიძლება გარკვეულად შეამციროს კიბოს რისკი. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც თევზს ხშირად მიირთმევდნენ, ნაკლები რისკის ქვეშ იყვნენ საჭმლის მომნელებელი, პირის ღრუს, მსხვილი ნაწლავის და პანკრეასის კიბოსი.image9. აჩქარებს მეტაბოლიზმს
გუელფის უნივერსიტეტის ადამიანის ჯანმრთელობისა და კვების მეცნიერებების კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც შეიცავს თევზების უმეტესობა, დადებითი გავლენა აქვთ თქვენს მეტაბოლიზმზე. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ჯანსაღი ცხიმი აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს, განსაკუთრებით ზრდასრულ ქალებში.image10. ამსუბუქებს პმს სიმპტომებს
თევზს ასევე შეუძლია დაეხმაროს ქალებს პრემენსტრუალურ სიმპტომებთან გამკლავებაში, იტყობინება ჟურნალი “Psychosomatic Obstetrics & Gynecology''. კვლევამ აჩვენა, რომ პრემენსტრუალური სიმპტომების გამოვლენა ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში მნიშვნელოვნად შემცირდა, როდესაც ისინი ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს ზრდიდნენ რაციონში, რასაც თევზების უმეტესობა შეიცავს.imageგისურვებთ ჯანმრთელობას!

image

0
2454
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2454
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0