რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 70%-ში განსაზღვრავს - ცხოვრების წესი და კვება. სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
წარმოგიდგენთ 5 არაჯანსაღ პროდუქტს, რომელთა რაციონიდან ამოღება დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. 1) თეთრი პური
ექიმები და დიეტოლოგები თვლიან, რომ ბევრი დაავადების წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია სწორედ თეთრი პურის გამოყენებასთან. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად იყენებენ თეთრ პურს, ხშირად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის, ენდოკრინული და ონკოლოგიური დაავადებები. 2) შემწვარი საკვები
შემწვარი საკვები - კარტოფილი ფრი, ჩიფსები, დიდი რაოდენობით ზეთში შემწვარი საკვები ბევრისთვის საყვარელი საკვებია, თითქმის ყველგან ხელმისაწვდომი და ძალიან გემრიელიცაა, მაგრამ ცხიმში მომზადებული კერძი ძალიან უარყოფითად მოქმედებს თქვენს ორგანიზმზე. უკიდურეს შემთხვევაში მიირთვით შემწვარი კოტლეტი.
3) თეთრი ბრინჯი
ბრინჯი არის ერთწლოვანი მცენარის გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. ადამიანების უმეტესობა უბრალოდ ვარაუდობს, რომ ბრინჯი არის ჯანსაღი საკვები. თეთრ ბრინჯს, ისევე, როგორც თეთრ პურს შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენს სხეულში ჭარბი ცხიმის დაგროვებას, შესაბამისად წონაში მატებას. გარდა ამისა, მას აქვს დაბალი კვებითი ღირებულება. 4) თეთრი შაქარი
თეთრი შაქრის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს დეპრესიას და ადვილად დაღლას. ორგანიზმისთვის საჭირო შაქრის რაოდენობა კი სასურველია მიიღოთ ხილიდან, რომელიც ბევრად უფრო ჯანსაღია. 5) მარილი
მარილი იწვევს ჭარბ წონას, ის იჭერს წყალს ორგანიზმში. პირველ რიგში, ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მეორე, როდესაც მარილი ხვდება ენაზე, ის კლავს 200 მგრძნობიარე უჯრედს, რომლებიც გემოვნებას არჩევენ, გამოდის რომ ადამიანი ჭამს მარილს და არა საკვებს.