ჩაანაცვლეთ ვახშამი ამ სასმლით და დაიკელით წონაში ძილის დროს. კვირაში 3 კილო!
მიუხედავად იმისა, რომ ძილი თქვენთვის ავტომატურად ასოცირდება სიმშვიდესთან და იმ პროცესთან, რომლის დროსაც მთელი ორგანიზმი უმოქმედოა და ისვენებს, სინამდვილეში ამ დროს თქვენს სხეულში საკმაოდ ბევრი პროცესი წარიმართება.
იცვლება სხეულის ტემპერატურა, გამომუშავდება კოლაგენი და ა.შ.
გარდა ამისა იცოდით, რომ ძილის დროს თქვენ იკლებთ წონაში?! სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სასწორზე აწონვისთვის საუკეთესო დრო არის დილა და არა საღამოს საათები. ძილში ოფლის გამოყოფის მეშვეობით თქვენ კარგავთ დიდი რაოდენობით წყალს, ეს დღის განმავლობაშიც ხდება, თუმცაღა მიღებული საკვებისა და წყლის ხარჯზე, თქვენ დაკარგულ წყალს აღიდგენთ. ამიტომ, თუკი დღე-ღამეში თქვენ მხოლოდ 4-5 საათს იძინებთ, დიეტა და ვარჯიში არანირ შედეგს არ გამოიღებს. სწორედ ამიტომ თუკი თქვენ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, მნიშვნელოვანია, რომ მინიმუმ 7 საათი იძინოთ.
ქვემოთ მე გასწავლით როგორ მოამზადოთ ჯადოსნური სასმელი, რომელიც ძილის წინ უნდა მიიღოთ. ის დაგეხმარებათ დაასწრაფოს მეტაბოლიზმის პროცესი და ძილის დროსაც კი ხელი შეუწყოს თქვენს წონაში კლებას. უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუკი ამ სასმლით ჩაანაცვლებთ თქვენს ვახშამს. მაშ ასე, მოამზადეთ ეს ჯადოსნური ნარევი.შეურიეთ ერთმანეთში:
1 ლიმონის წვენი
1 კონა ოხრახუში წვრილად დაჭრილი
1 სუფრის კოვზი დარიჩინი
1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ კოჭა, ანუ ჯინჯერი)
თუკი ამ სასმელს სწორი კვებითაც შეუწყობთ ხელს -ამოიღებთ რაციონიდან ცომეულს და ტკბილს, ცოტას ივარჯიშებთ კიდეც) კვირაში 3 კილოს დაკლება გარანტირებული გაქვთ.