x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ტრაგედია ქალაქ პარკლენდის სკოლაში - 17 მოკლული და 50-მდე დაჭრილი
image


19 წლის ნიკოლას კრუზმა საზარელი თავდასხმა მოაწყო ფლორიდის შტატის ქალაქ პარკლენდის სკოლაში. შეიარაღებული მოზარდი საკუთარ სკოლაში შეიჭრა და თანატოლებსა და პედაგოგებს ავტომატ AR-15-ით ცეცხლი გაუხსნა.



შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის არიან მოზარდები 16-იდან 19 წლამდე.


სკოლასთან მისულმა ახალგაზრდამ წინასწარ კვამლის გამომწვევი ყუმბარა ისროლა, რის შედეგადაც ჩაირთო სახანძროს სიგნალიზაცია, თვითონ კრუზს სახეზე აირნიღაბი ეკეთა, გამოიტყუა სკოლის გარეთ მოწაფეები, პედაგოგები და უმისამართო სროლა ატეხა.



ამის შემდეგ კრუსმა გადააგდო აირნიღაბი და გაიქცა, თუმცა პოლიციამ იგი ერთი საათის შემდეგ დააკავა მეზობელ ქალაქ კორალ-სპრინგსში.

როგორც ირკვევა ნიკოლას კრუზი ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო, რომელიც ცუდი ყოფაქცევისთვის გარიცხეს.

სულ დაიღუპა 17 ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობამ კი 50 მიაღწია.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ფლორიდის გუბერნატორმა შტატში ორშაბათამდე გლოვა გამოაცხადა.

სამძიმარი გამოთქვა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო და სამაშველო რამზები.


2017 წელს ქალაქ პარკლენდს ყველაზე უსაფრთხო ქალაქის სტატუსი მიანიჭეს

იხილე ვიდეო:




1
46
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
46
  
2018, 15 თებერვალი, 14:10
ნეტა მერამდენე შემთხვევაა ეს აშშ-ს ტერიტორიაზე?
0 1 1